 | ავტორი: ყირამალა ჟანრი: პროზა 20 მარტი, 2009 |
აბლაბუდებად ვქსოვ სიცარიელეს ან აბლაბუდებით. გავაბსურდდი ეს დღეები და სიცარიელის წვრილ ქსელებში გავიბლანდე. ისე უცნაურია, ზოგი როგორ ვერ იტანს ამ სიცარიელეს, როგორ გაურბის. მეკიდე პირიქით ნელ-ნელა აჩქარებული ნაბიჯით მივყვები და...(მალე ისე დამემართება, დავეწიოთ და გადავუსწროთო, ალბათ გადავუსწრებ კიდეც, რავიცი...). ამ ბოლო დროს სარკეში სულ სიყალბეს ვხედავ.
-რატომ იღიმები? -არვიცი -აბა რა იცი? -ის რომ არ მეღიმება -აბა ვინ გაძალებს? -საჭიროა -ვისთვის? -სხვებისთვის -შენთვის რა არის საჭირო? -მოწყვეტა... -ვერ მიგიხვდი -აი ვარსკვლავი რომ მოწყდება ხოლმე ცას, ისე მინდა მოვწყდე ამ სამყაროს და უსასრულობაში ჩავიკარგო... -ოდესმე შენც გაუჩინარდები -ოდესმე ყველა გავვუჩინარდებით, მაგრამ შენ ვერ მიმიხვდი... -...თამაშობ -ხო, ვთამაშობ, ამ ბოლო დროს სულ ვთამაშობ -მარტო? -არა, მოთამაშეს მაყურებელი ყოველთვის ჰყავს -ვის ეთამაშები? -ალბათ უნდა გეკითხა ვისთვის თამაშობო
* * * ჩემი მეორე მე და მე ვერასდროს ვთანხმდებით, ამიტომაც ვერ ვიტან სარკეს, ვერც ღამეს და კიდევ... (შიმშილსაც ვერ ვიტან, კუჭი მაგინებს ხოლმე, ან სულ მცირე პენალტებს მირტყამს და...) ხო რას ვამბობდი, ვერ ვიტან მეორე მესთან კამათსთქო...
- რა უჟმური სიფათი გაქვს? - შემეშვი - აუტანელი ხარ - არ ვარ შენს ხასიათზე - რატომ ირთულებ ცხოვრებას? - თვითონაა რთული ცხოვრება - და შენ კიდევ ზედმეტად ართულებ ყველაფერს - ფეხებზემკიდია შენც მეყოფი - დატკბი აწმყოთი და მოეშვი ზედმეტ ფიქრებს რა - დრო მაშინებს - დრო გაშინებს?... ხოდა მით უფრო... - ხო, დრო მაშინებს, შენ მაინც ვერ გაიგებ, დაიკიდე...
* * * უძილობა დამჩემდა. ეს აუტანელი ფიქრები რომ შემომესევიან, ვეღარ ვუძლებ და... გუშინ ვიტირე. სიკვდილი ამეკვიატა., უფრო სწორად სიკვდილზე ფიქრები. რა მშიშარაა ადამიანი...
-რა გატირებს? -მეშინია -რისი? -სიკვდილის -შენთან რა უნდა სიკვდილს? -ყველგან მიუწვდება ხელი -შენს თავს ვერ იმეტებ? -არა, დედას, ახლობლებს ვერ ვიმეტებ ტკივილისთვის -სხვას უფრო გაიმეტებ ვიდრე შენს თავს. ეგოისტი ხარ -ყველა ადამიანი ეგოისტია, მაგრამ ჩემი თავი უფრო მემეტება -აბა რაღა გატირებს? მაინც ვერაფერს გაიგებ, მიწა გრილიაო, თანაც ხომ გენატრება? -გაგიჟებამდე. . .
* * * ფერად სიზმრებს დიდი ხანია აღარ ვნახულობ. გამიშავთეთრდა ძილქვეშა სამყარო და მემგონი ნელ-ნელა ჩემს ნაცნობ გიჟსაც ვშორდები... ის მკარგავს თუ მე ვკარგავ მაგდენი აღარ ვიცი, მაგრამ...
-განიცდი? -ხო -რაც დასაკარგია, უნდა დაიკარგოს -მომენატრება -გადაიტან -ნერვებს მიშლი -შენთვითონ იშლი -ასეთი ვარ -რთული -შენც დამღალე უკვე...შემეშვი...
ვერასდროს მივდივართ ერთ აზრამდე მე და ჩემი მეორე მე კამათში... გავაბსურდდი ეს დღეებია. სიცარიელეს აბლაბუდაში გავიხლართე და მივეკედლე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. <a href="http://ge.smiles.26l.com/smile.118089.html" target="_blank"><img src="http://s14.rimg.info/7eb7bdcae204bbe25f6056a33b21b8f4.gif" border="0" alt="smileys" /></a> <a href="http://ge.smiles.26l.com/smile.118089.html" target="_blank"><img src="http://s14.rimg.info/7eb7bdcae204bbe25f6056a33b21b8f4.gif" border="0" alt="smileys" /></a>
12. საოცარი დიალოგებია...პოეტურია... მომწონს ყირამალა... და თავისუფლების საოცარი განცდა....:);) საოცარი დიალოგებია...პოეტურია... მომწონს ყირამალა... და თავისუფლების საოცარი განცდა....:);)
11. მიყვარხარ პაწუ :-* მიყვარხარ პაწუ :-*
10. -რაც დასაკარგია, უნდა დაიკარგოს :) -რაც დასაკარგია, უნდა დაიკარგოს :)
9. "ამ ბოლო დროს სარკეში სულ სიყალბეს ვხედავ." ...მეც მოვკარი ერთი ორჯერ თვალი_სარკე ეკიდა თავდაღმა... შენთანაც ეგრე იქნებოდა. ძალიან სასიამოვნოდ იკითხება... აბსურდული უძახე შენ! "ამ ბოლო დროს სარკეში სულ სიყალბეს ვხედავ." ...მეც მოვკარი ერთი ორჯერ თვალი_სარკე ეკიდა თავდაღმა... შენთანაც ეგრე იქნებოდა. ძალიან სასიამოვნოდ იკითხება... აბსურდული უძახე შენ!
8. ჰო რავიცი ნან, ძალიან შიშველი ნაწერი იყო და ავიღე, მივხვდი მარტო ჩემთან უნდა ყოფილიყო ის... :) ეგოისტურად :) მე შენ მიყვარხარ ხომ იცი :-*
მოგეფერეთ :-* თეეე ეხლავე მივხედავ ;;) ჰო რავიცი ნან, ძალიან შიშველი ნაწერი იყო და ავიღე, მივხვდი მარტო ჩემთან უნდა ყოფილიყო ის... :) ეგოისტურად :) მე შენ მიყვარხარ ხომ იცი :-*
მოგეფერეთ :-* თეეე ეხლავე მივხედავ ;;)
7. ჰეი, ყირამალააა!!! აქ სხვა რამე რომ გედო... მამაზე... სად გააქრე...?-ის კომენტარები ტყუილად გავაკეთე...? ხომ იცი, რომ მიყვარს შენი თავდაყირა ნაწერები...5 ჰეი, ყირამალააა!!! აქ სხვა რამე რომ გედო... მამაზე... სად გააქრე...?-ის კომენტარები ტყუილად გავაკეთე...? ხომ იცი, რომ მიყვარს შენი თავდაყირა ნაწერები...5
6. გავვაბსურდდი _ ორი ''ვ'' არ უნდა, ირი.
საინტერესოა შენი ''დიალოგები''. მომწონს. გავვაბსურდდი _ ორი ``ვ`` არ უნდა, ირი.
საინტერესოა შენი ``დიალოგები``. მომწონს.
5. ჩემი მაქსიმუმი უნდა შემოგკადრო :D
ჩემი მაქსიმუმი უნდა შემოგკადრო :D
4. ჰო მე ვარ ;;) გავასწორებ :D
ჩაგეხუტე >:D< ჰო მე ვარ ;;) გავასწორებ :D
ჩაგეხუტე >:D<
3. ყირამალა = ი.წ-ს... კარგი გოგო ხარ! ოღონდ, არ გამაბრაზო, პუნქტუაცია სულ არ უსწავლებიათ? გკოცნი მაგ მოჭრილ კუწუწებზე! 5/2 = 4 ყირამალა = ი.წ-ს... კარგი გოგო ხარ! ოღონდ, არ გამაბრაზო, პუნქტუაცია სულ არ უსწავლებიათ? გკოცნი მაგ მოჭრილ კუწუწებზე! 5/2 = 4
2. გავვაბსურდდი ეს დღეები და სიცარიელის წვრილ ქსელებში გავიბლანდე. გავვაბსურდდი ეს დღეები და სიცარიელის წვრილ ქსელებში გავიბლანდე.
1. დავაბრუნე და რავიცი რატო, მეც არ ვიცი ;;) დავაბრუნე და რავიცი რატო, მეც არ ვიცი ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|