ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2025


ფერი - სილაჟვარდე მზეთა

ფიროსმანს კითხეს რა გტკივაო ყველაზე მეტად,
და ფიროსმანსაც გაღიმება გამოელია,
ფიროსმანს კითხეს,რომ თუ ღირდა ფუნჯები ლექსად,
მან უპასუხა ჩემი ფუნჯი ძალზედ ძველია,
ასეთი მკვდარი არა არის ჩვენი ღირსება,
არც ობლის თასი ავსებულა თეთრი ჭიქებით,
თუ სიზმარს ნახავს მაშინ გული მთებში იქნება,
ფიროსმანივით კიბის ქვეშ ვარ და სუბ ტიტრებით,
მე არ მჭირს ლოცვა და არა მსურს ედემს ვუჩივლო,
არ ვიცი ასე რატომ მნახეს ცათა ფიქრებით,
ფიროსმანივით მარტოსული და თან უშვილო,
თოვლივით მშრალი,დაბნეული სხვათა ფიფქები,
ეს განცდა ფიქრებს უსიამოდ ისევ შეერწყა,
და სიმაღლეზე ატყორცნილი ბგერა მაისის,
ვიბრძოდი ისევ ალბათ ტვინი მასაც შეერყა,
არ მჯერა სიზმრის და არაფრის გამო დაისის...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები