ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2025


სევდის ქარი

სევდის ქარი უბერავს,
დროს, დაისის მზე აქვს,
ჩემი ფიქრი სიცოცხლის
მოტრფიალე ტყვეა.❤

საზღვარს გასცდა  ლოდინი,
კვლავ არტახს ქსოვს ზენა,
ჩემს შობაში უფალი
რა საფუძველს დე(ბ)და?

შემოასკდა კვირტები,
მიწის ხვნას და თესვას,
სალამური სიცოცხლის,
თავის  ბგერით ჟღერდა.

ვინ გაიგო ფიქრების,
ზღვის ტალღათა ღელვა?
ეს სიცოცხლეც ცხოვრების
მოტრფიალე ტყვეა.

მიდის, მოდის დღეების,
ქარავანთა რემა...
და უკუნეთ სივრცეში
მე ნათელი მდევდა.

გულს წყდებოდა კლავიში,
სითბო კვირტებს ხეთქდა...
ჩემს შობაში უფალი,
რა საფუძველს დე(ბ)და?

მ.მატარაძე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები