გუშინ პირადობის მოწმობა დავკარგე, არც კი ვიცი, იქნებ საფულიდან ამოვარდა ან შარვლის ჯიბიდან. შეიძლება სადმე დავდე და აღარ მახსოვს. გუშინ პირადობის მოწმობა დავკარგე, დავკარგე. რა შემთხვევაში მიიჩნევა დაკარგულად ნივთი? თუ გარკვეული დროის შემდეგ მოვისაკლისებთ, შემდეგ კი მასთან უკანასკნელი კონტაქტს გარკვევით ვიხსენებთ, რათა გაგვაჩნდეს ათვლის წერტილი, საიდანაც ჩვენი გონება მეხსიერების რუკას შეადგენს. მე კი ისიც ვერ გამირკვევია ნივთი უნდა მოვისაკლისო თუ არა, მასთან უკანასკნელი კონტაქტის რამდენიმე ალტერნატიული ვერსია მაქვს, რომელთაგანაც ყველა მცდარი შეიძლება იყოს ან ყველა ერთდროულად მართალი. მუდვივად რაღაც უნდა მოვისაკლისო: დაკარგვისათვის განწირული ჩემი პატარა ნივთები თითქოს მის რიგს ელოდებიან: გასაღებები; პლასტიკური ბარათები- ფასდაკლების თუ სახელფასო; სავაჭრო ცენტრის; ბიბლიოთეკის; სამსახურში შესასვლელი ელექტრო საშვი; ბურთულა რომელიც აიკვიატე. ჩემი ჯიბეებიდან ხომ მუდმივად რაღაც ქრება, ჩემი უჯრებიდან ყოველთვის რაღაც უჩინარდება, ჩემი გულიდანაც ხომ ამოიშალა ყველაფერი რაც ადამიანურ ყოფასთან მაკავშირდება. გუშინ პირადობის მოწმობა დავკარგე. დღეს მისი დაკარგვის შეგრძნება დავკარგე, დღეს მე დავკარგე პირადულობა, პირადობა დავკარგე მე დღეს,დღეს მე რაღაც დავკარგე და დავკარგე რაღაც. რა შემთ,ვევაში მიიჩნევა დაკარგულად ობიექტი? თუ გარკვეული დროის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მთავარია არ დაკარგოს ადამიანმა სიცოცხლის სურვილი, სხვა დანარჩენი აფერია. მთავარია არ დაკარგოს ადამიანმა სიცოცხლის სურვილი, სხვა დანარჩენი აფერია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|