 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 16 მაისი, 2025 |
"ესა მესა, გადის ესა!.." კვლავ შენ დარჩი... ის გავიდა... აუჰ, ისევ გაიბუტა... თამაშია, სად წავიდა?.. ... გახსოვს? გახსოვს?- რომ ამბობდი "სულ არ მწყალობს ბედი, რანაირი გათვლა არის მხოლოდ მე რომ ვრჩები?.." გწყინდა და ბედს აბრალებდი, მაგრამ უნდა გავტყდე, მაშინ ბრალი ჩემი იყო, მე მაწყობდა ასე. ჰო, მინდოდა რომ გერბინა ჩემთვის და ჩემს გამო, მინდოდა რომ დაგეჭირე, ტყულს სულ არ ვნანობ. თუმცა ჩემთან მოსვლის ნაცვლად შენ გარბოდი მუდამ, ბრაზდებოდი და ჯიუტად გამარჯვება გსურდა... ამ ჩემს ბავშვურ გულის ძგერას ვერაფრით ვერ ჩაწვდი, ვერაფრით ვერ შემამჩნიე შეფაკლული ღაწვი. ვერ იგრძენი, ვერ შენიშნე ჩემში შენი სხივი, ვერც ის ნახე, როგორ შემწყდა დარდით მკერდთან ღილი. მერე წლები გაფრინდა და ის თამაშიც მიჰყვა, თამაშს კვალად აედევნე... არაფერი მითქვამს. რაღა აზრი ჰქონდა სიტყვებს ან რა ძალა სათქმელს, თუ სხვადასხვა გზები გვქონდა, თავიდანვე, ბავშვებს? წახვედი და... არა, წასვლას ვერ დავარქმევ იცი? ის, გაქცევას უფრო ჰგავდა დამარცხების შიშით. ახლა, როცა ამ სტროფებს ვქმნი ძველებურად ვღელავ, ასე რთული არადოდეს არ ყოფილა წერა... ... "ესა მესა, ესა მესა, შენ რჩები და გადის ესა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|