ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2025


  ჩამოტვირთვა

ბოდიში მაგრამ თქვენ ალბათ შეცდით

ბოდიში ,მაგრამ თქვენ ალბათ შეცდით,
მე ის არა ვარ-თქვენ, რომ გგონიათ
და ის, რომ ახლა ერთმანეთს შევხვდით,
ბედი არაა- არც აგონია.

გთხოვთ გამატაროთ და ნუ მაკავებთ,
არ შემწევს ძალა მე საუბარის,
ძველ მოგონებებს გულით ვატარებ,
მათი ადგილი მხოლოდ იქ არის.

ნუ ჩამაცივდით- მე ვერ გიცანით,
დიახ! არც მინდა გკითხოთ - ვინა ხართ.
დაჭედილი მაქვს გულზე ფიცარი
და ძველ აჩრდილებს იქ ღრმად ვინახავ.

ამბობთ ,რომ ხშირად მხედავთ სიზმარში,
დრო დიდ სიყვარულს ვერ მოერევა ?
მე კი მგონია ,რომ ჩვენს იღბალში,
ღმერთი ნამდვილად აღარ ერევა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები