ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2025


ცა არის უცხო ფერის...

ცა არის უცხო ფერის,
ვინ იცის ხვალ რა მელის..
მე მწუხარება მართობს,
ზოგჯერ სიცივეც მათბობს.

დიდი ხანია ვიცი,
არსად არავინ მიცდის,
მე ვარ ყოველთვის მარტო,
ქარია, წვიმს თუ მათოვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები