მკვდარი თევზების სასაფლაო ვარ, გულზე ვიმარხავ დამხრჩვალ თევზებს. ჰყოფნით პური და სანახაობა ადამიანებს. მე კი, ვერ ვძლებ..
წვიმად გადაიქცა ეს ფიქრები. ბლანტ ნიაღვრებად მიწას ალბობს. ახლა, ცოცხალი ვარ, გეფიცები. ისეთი ცოცხალი, აღარ ვდარდობ ამ სიცოცხლეს და ყველა დაღლა ერთი ჩასუნთქვით დავიღალე. ზღვისფერი ნისლით, რომ დაღამდა. ბინდი რომ ეხურა სახურავებს.
როცა ყველა ღმერთი შენში ვნახე, მაისი ვარდის სუნს აკმევდა. გთხოვ, ჩემი ლექსები შეინახე. თან, ხომ არცერთი, არ გამყვება.
წვიმს და ვიდრე თევზებს დავმარხავდე, ვიდრე ვიქცევი სასაფლაოდ. თეთრი მზის ჩასვლა დამანახე. ეს ლექსიც ჩუმად დავამთავრო! ისე უხმაუროდ. ისე მშვიდად.. როგორც გარინდება სამრეკლოთა. ვთქვა, რომ არასდროს შემეშინდა. ღმერთიც არასოდეს დამელოდა, როცა ვეძახდი და დამხრჩვალ თევზებს ლოცვით გაცოცხლებას ვუპირებდი. მე თევზის ენაზე ავამღერე, არესი, ნერევსი, კუპიდონი.
და ყველა სიჩუმე სახლობს ჩემში. აქ ნახავ სიმშვიდის სამარხებსაც. სულ უფრო თავთან ვახლოვდები- გამახსენდა!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სად ლექსი და სად თევზი. ვერ მიწვდა ჩემი სუსტი გონება ჩანაფქრს..-თევზის ენაზე ამღერებულს. სად ლექსი და სად თევზი. ვერ მიწვდა ჩემი სუსტი გონება ჩანაფქრს..-თევზის ენაზე ამღერებულს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|