მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
გზაარეული
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2025
აბია 3 ( ,,ბერდია
კლდეებს ზვავები დაუფერთხიათ
ზეცას ღრუბლები თეთრად მოსავენ
ტყეში დაჭრილი მიდის ბერდია
მგლები კვალდაკვალ მის სისხლს ყნოსავენ
ფართოდ გახსნია ბეჭზე იარა
ირგვლივ ნისლი დგას, გზაც არევია
რამდენი ხევი გადაიარა
და წინ რამდენი მთა და ხევია
აღარც ქარბუქმა აღარ დაინდო
ტყე შეახვია თოვლში ხშირ-ხშირი
კლდის ნაპრალებში მთვარე აინთო
მგლებმაც სულ უფრო იგრძნეს შიმშილი
ბარდნის და ბარდნაც აღარ ნელდება
თოვებმა მთები ცისკენ აწვერეს
მიდის ბერდია.. თვალთ უბნელდება
ეცემა.. დგება და გზას აგრძელებს
სანამ ძალა აქვს ცდილობს იაროს
ფეხით ძვლივს თელავს თოვლის სიუხვეს,
ათოვს ტყეს, ხევებს, კლდეებს ფრიალოს
ნისლი ზეცისკენ აზდით ჭიუხებს
ყელი გაუშრა, წყალი სწყურია
ტყიდან ხევს ჩაჰყვა ახლა ბერდია
ხევის ბილიკიც დანისლულია
თოვლს სიპი ქვები დაუპენტია
მას ვინც გაჩენა ქვეყნის ინება
მთანიც მოურთავს როგორც კალატოზს
კლდიდან მდინარე მოედინება
და ვიწრო ქვებში ჩასდევს კალაპოტს
ტყეში კი მგლები ხროვას ერთვიან
მშივრები კვნეტენ ჰაერს ეშვებით
ხევში დავარდა მუხლზე ბერდია
წყალი მოზიდა უცბად პეშვებით
თვალდახუჭულმა ნელა დალია
თითქოს ჭრილობებს წყალი სწამლობდეს
მგლებიც სულ უფრო ახლოს არიან
ბერდიაც ცდილობს ფეხზე წამოდგეს
მაგრამ გრძნობს უკვე ქანცი გასცლია
გრძნობს ვერ იმღერებს გული ხიოდზე
ეცადა მაგრამ, თავს ვერ დასძლია
მუხლჩაკეცილი დარჩა ხრიოკზე
ირგვლივ სიჩუმეს ჩამოეძინა
მგლებიც გამოჩნდნენ ბილიკს მიზდევენ
აქ ვარ შეჰყვირა და მგლებს შესცინა
ბრძოლით სიკვდილი უჯობს ისევე
შემოიმწყვდიეს მგლებმაც ალყაში
უცბად დაიძრნენ მისკენ ყმუილით
მანაც სატევარს ჩახსნა ქარქაში
ხმალმა ჰაერი გაჭრა წუილით
ტყეში ნამქერი ავად ყიალებს
ხევში მდინარის ისმის დუდუნი
ბერდო ცალ მუხლზე ქვებზე ტრიალებს
მგელს მგელი მოზდევს.. ღრენას წკმუტუნი
გული თავის ჟინს ვეღარ იოკებს,
ყვირის ბერდია ბრძოლით გართული
და მის გარშემო ქვათა ხრიოკებს
მგლები აწვანან ხმლით დაფატრული
ტყე დაგუბული.. დანისლულია
ბარდნის არა ჩანს ხევი თოვაში,
მგლები უტევენ თან გარს უვლიან
იბრძვის ბერდია მგლების ხროვაში
თოფი გავარდა უცბად ღამეში
დაიჭიხვინა ბნელში ულაყმაც
მგლები შევარდნენ ტყის უღრანებში
გდია ბერდია ქვებზე გულაღმა
კვდება, ძვლივს სუნთქავს სისხლში დასვრილი
გულიდან სისხლი ღვარად ჩამოსდის
ტყე მგლებს მისტირის... მთა მას დასტირის
ყველა საკუთარს ტირის გამოზრდილს
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
.ყველა საკუთარს ტირის გამოზრდილს
ასეთია ეს ცხოვრება ძმაო.
.ყველა საკუთარს ტირის გამოზრდილს
ასეთია ეს ცხოვრება ძმაო.
მუხა.
2025-05-21 00:33:52
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
28.06.2026 07:58:15
საიტის წევრს ნიკით:
მიშო მეშვილდიშვილი
ვულოცავთ დაბადების დღეს