ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2025


მოზაიკა

დილის ორ საათზე,
როცა ცხოვრებით გადაღლილი,
რომელიღაც შენზე უფროსი ნათესავი,
მოსაფსამად გამოდის საძინებელი ოთახიდან,
შენ კი მისაღებ ოთახში,
საგანგებიდ გაშლილ სავარელზე სელინს ხურავ,
სასწრაფოდ ტელეფონს მოიმარჯვებ და
სქროლვას იმიტირებ,
იქნებ არ წაგასწრონ დანაშაულზე...
არის რაღაც სევდა,
არის რაღაც ირონია,
არის რაღაც გრძნობები,
რომელთაც მხოლოდ სიტყვა "რაღაც"
მიესადაგება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები