ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2025


I am Dream of the Endless

მთვარიან ღამის
მოსაწვევი,
ქარია, შავი სამკლაურით
ჩიბუხში,
მსუბუქი მოსაწევი
სპილოს ძვლის უხეში საკვამური,

აკუპუნქტურით მკურნალობა
წაშლილი ნერვული
უჯრედების,
ცნობილი ყვითელი ჟურნალები,
გადამშლელ
თითებს ვერ უჯერებენ,

ელვა ჰგავს ცისმარ კაპილარებს,
ლუდებთან მთვრალების
კრივით,
ოქროსფერ შივას სამკაპი,
ამბავი, ჩვეულებრივი,

მეზობელ ბავშვის ტირილი,
ლეკვების გაბმული ყეფა,
გინება, ცოტა ირიბი,
აწითლებული
კეფა,

საღამო, სიმშვიდით მოცული,
პირღია ეზოს
ონკანით,
სულივით მყუსე და მსუბუქი,
სულ გამჭირვალე ბოკალი,

ზღაპრული ლიმბუ შამანი,
ყოველდღიური ქაქი,
არ გინდა, მაგრამ სად არის,
სულზეა ფურთხის ლაქა,

შეუსრულებელ მისიად,
ტყვია ცრუსა და
მზაკვარს,
ხანდახან საკმარისია
გაბოლდეს,
გადაიკრას.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები