ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2025


წყენა მარადისობაში

იწვის და ელავს,ამ ცხოვრებას არ ქონდა აზრი,
შიში და წყევლა, უბიწობის გადმოდინება,
დარჩება სევდა და სიტყვები რკინაზე ბასრი,
უარია ერის და სიტყვები იცნეს შვილებმა,
ერი და ლოცვა ალბათ აწი გაიმაისებს,
და შიშის ბადალს უსიტყვობა ამბით ხიდობდა,
დავსდევდი ობლებს საშვილებლად, შხამით აივსნენ,
ვინც კი აქ იყო ,სუყველა რომ მაინც გმირობდა,
მკლავებს ასვენებს უსიტყვობა არა დამჩემდა,
და საკითხავი უძილობის მწარე ხიდია,
დარჩება სევდა უსიტყვიბის ამბის სარჩევად,
სხვა დანარჩენი ოცნებებზე განაყიდია,
შეამკეს წამი და ჯვარი რომ არაფერს გავდა,
სახელი მისი მე სიტყვების უფრო რომ მწამდა,
ყველაში იყო და ყოველსაც ერთივით ჭამდა,
რაკი ეს ლექსი უსიტყვობას უფრო რომ გავდა,
მერე ალესეს, იდუღებსო ქართლის სისხლივით,
დავარდნილებიც ამბავია, სხვისი ხიბლია,
დაიმსხვრა ენა იმ ქართული ძველი ფიცივით,
და წავიკითხე სამაგიდო წიგნი ბიბლია.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები