ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
10 ივნისი, 2025


ჩემოდანი

  ომმა გააღვიძა  დილა…
  მერე იყო თოვლიანი უღელტეხილი, სიცივე… დედამ გულზე მაგრად მიიხუტა ჩვილი. ნანა სქუაო - დაუნანავა.  ჩვენ აფხაზეთს ვგლოვობდით, ის - გაყინულ შვილს.
- უმჯობესია, დავმარხოთ, ჯერ კიდევ შორია სამშვიდობომდე  -  უთხრა ცრემლმორეულმა დედაჩემმა.
- ჩემს შვილს აქ არ დავტოვებ! - მკაცრად უპასუხა ქალმა. ჩემოდნიდან ტანსაცმელი გადმოყარა, თბილად გაახვია ბავშვი, ჩემოდანი დახურა და გზა ჩვენთან ერთად  განაგრძო. 
  სისხლისფერი მიწა სითეთრემ გადაფარა. იმატა თოვამ, თითქოს ცდილობდა, ომის კვალი წაეშალა. კაცებმა ღამით კოცონი დაანთეს. ღონემიხდილი ქალი მიესვენა ხის ძირას. დაბებკული მოსასხამი მოიხურა.  ჩაეძინა. 
  მოულოდნელად  ყაჩაღები დაგვესხნენ  თავს.
-  ჩემოდანი მომეცით, ქალბატონო!..
- ყველაფერი წაიღეთ ამის გარდა! - ეხვეწებოდა გამწარებული დედა. მაინც გამოგლიჯეს. ჩემოდანი გაიხსნა…
  ბავშვის ტირილმა გააღვიძა  დილა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები