ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2025


მონადირე ქალი სახურავზე

შეიძლება წიგნი ყვებოდეს ღმერთზე
და კითხულობდეს კაცის ამბავს.
აჩენდეს უხილავ სივრცეებს გონებაში
და მიწაზე.
ბევრი ბავშვი დღესაც ხედავს ჭერში წვიმის წვეთებს.
და ჩირაღდნებივით დადიან სტროფები ღამის სივრცეში,
მაგრამ სხეული დაჭერილი ყავს ტელეფონის შუქს.

შენ გიჭირს ჩემი დანახვა,
როცა გაძინებს ეკრანი,
როცა ეკრანი ვერ გაფხიზლებს
თავის ლურჯი ნათებით.
მე კი წიგნივით ვიბეჭდები საკუთარ ხელის გულზე.
- ჩვენ რომ გავიზრდებით,
ხომ ითამაშებ ჩემთან ერთად
ამ სახურავზე?
- მაგრამ ეს საშიშია,
სჯობს შენ ჩამოხვიდე
და აქ ვითამაშოთ.
- ძალიან ვწუხვარ, თუ გეშინია.
(ნეტავ ვინმემ თუ უთხრა, რომ საშიშია?
იქნებ ბებომ და
ამიტომაც მოვატყუე
იმ დღეს მე მისი ენერგია?
ან იქნებ დედამ
რომ გამოჩნდა იმ დღეს სიზმარში,
იდგა და სახით მეკითხებოდა -
რა გინდა, შვილო?
რა უნდა მინდოდეს,
ქალბატონო,
ჩემს მხარეში პატარა კაცები
თამაშისთვის ნებართვას
ხშირად სთხოვენ გოგონას დედას,
გამოუშვებთ თქვენს შვილს ჩემთან სათამაშოდ?)

რატომ არის საშიში, პატარავ,
ამ სახურავზე ამოსვლა შენთვის.
როცა მე ვიცი, მძიმე წონებით ვარჯიში გირჩევნია იოგას,
ანუ ერთგვარად
გაქვს შენი ცხოვრებისეული არჩევანი
და ენერგია, თავი გაართვა ამ არჩევანს.
და ყოველ კვირით
დრო რომ გაქვს და
გაქვს სიხარული,
იცვამ ლამაზად და მიდიხარ დარბაზში სავარჯიშოდ.
რატომ არის საშიში, პატარავ, სახურავზე თამაში?
ბარბის თოჯინას რომ ჰგავხარ და
კიკინაც არ დაგვიწყებია,
კაბაც კი არ დაგესვრება, ისე ამოხვალ.
***
და დღეს კი, როცა
ის არ მოდის ბურუსიდან,
არც მორჩილად შემოდის ღამით.
მისთვის, საერთოდაც, უცხოა მორჩილება.
ის არ არის ჩრდილი
ჩემი დიდობის.
არც ქარავნების მოლოდინში
გადატეხილი ქალი.
ის მოდის გზიდან -
მტვრიან ფეხებით, მზით დამწვარ ყელით.
და ვეკითხები - ცოცხალი ხარ?
და არ ვკოცნი პირველივე სიტყვაზე.

ის იწყებს ჩემთან ერთად ნადირობას
მას აქვს სიმართლის მკაცრი ალღო
და დიდია მისი სანადირო ინსტინქტი
ვერსად დაემალებიან
სიმართლეები მის ხელებს და თვალებს
და ფხიზელ სიტყვას იტყვის იგი
ძალზე მოცინარს
დანით ვერ მოკლავ სიყვარულს
მხოლოდ გაასუფთავებ ფუჭისგან
და ისევ გაუშვებ სივრცეში.

ისიც ნანობს პირველ გაცდენილ კოცნას
გზის ხმებიდან ყველაზე უკეთ
იჭერს სიჩუმეს
და როცა ამბობს -
მე აღარ მაქვს დაცვა ბგერების.
მას არ ვჭირდები დამარცხებული
მაგრამ თუ მნახავს ოდესმე ასეთს
გაივლის და არ მომკლავს
და თუ მობრუნდა ჩემკენ - დარჩება
რადგან აქვს ძალა ამ არჩევანის.

რა საჭიროა კიბე
სახურავზე ამოსასვლელად
ის არ მთხოვს, რომ მეც არ ავიდე ამ სახურავზე
რადგან აქ ყველაფერი სცნობს
ყველაფერი სცნობს მის ნაფეხურებს
და იტრუნებიან ბუნების ინსტინქტები.
მე კი ვფიქრობ გაუჩერებლივ -
ეს ხომ არ იყო ჩემი ბავშობის ოცნების ქალი?
არა და არა!
უბრალოდ შეხედე -
ეს ის ქალია, ვინც არ გთხოვს ადგილის დათმობას.
მხოლოდ გეუბნება, მეც წამოვალ და ერთად გავჩერდეთ.
მე კი ვუყურებ ახლა თმებზე და
ვხედავ, რომ ის არც დაბლაა, და არც მაღლა
მის შეყვარებას არ დააქვს ბრწყინვალება
და არც მის დაკარგვას - ტრაგედია.
სამკაულივით კი არ ბრწყინავს ჩემს ცხოვრებაში,
წვიმას მოყვება
და მე ვხედავ ჩემ საკუთარ ამონათებას.

მან იცის,
რომ სახურავზე არავინ ამოდის შემთხვევით
და რომ სილამაზეს არ სჭირდება დაცვა,
როცა ის სახურავზეა სანადიროდ გამოსული.
მე კი შენ, ქალო
არასოდეს არ დამიპყრიხარ
შენ ჩემთან ერთად დააბიჯებ
ახლა, ასეთ დროს
ცა-მიწას შორის სახურავია ჩემი ბავშვობის ზონა ალპური.
არ მაპატიოს ცამ,
თუ შენთან თანასწორობა ვერ დავიცავი
და მიმიზიდოს მიწამ
და დამინარცხოს ამ მიწამ სველმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები