ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2025


ფეშქაში

შეეკვეცა ფრთები ოინებს და მარტივი გამოსასყიდი დარჩა მხოლოდ აღიარებად,უსახლკაროდ დატოვეს ტყვე და დილეგში უკრეს თავი როგორც მარადჟამის უძღებ შვილს.

მე სამყაროს ხედები ვიცი ასე ფარული,
სულში მიდგას სიცივე დაიცლება როდესაც,
ამბავია უძღები მთებში გადამალული,
ვწერ მე ამბავს სხვაობის ნიჭი ამის მომეცა,
სუყველა რომ ამბავად ესეც ასი ხიბლია,
სადაც ფარდებს უენოდ გაზაფხული ვუწოდე,
აღარ მკორტნის ფანტელი წავიკითხე ბიბლია,
მინდა ამბავს ამ კუთხით სიკვდილად რო უწყოდე,
შეგეშინდა, მხდალის და ვერაგობის კარიპჟე,
ათა თურქის ხეობის სუსხიანი ამინდი,
მე ზამთარის ზნეობას ყინვა როცა ვანიჭე,
შენ კი ზამთარს იქითაც უსიტყვობით ბარდნიდი,
მაშინ ვნახე სიშლეგე, მე ზამთარის ბინადარს,
არა მქონდა სადილი, ვახშამისთვის ვღელავდი,
დავტიროდი მარტოსულ მე ავდარის წინაპარს,
და სამყაროს ყოველის ასე ამბად ვბედვადი,
შინაური ივნისი დგება, იყოს მსახური,
აქ სამშობლოს ხიდობა დამსხვრეულა ბეგარით,
ვერ იკვეხნის ივნისი თავზე ქუდის დახურვით,
და მაგნიტი ხეობის საჭურველი ვერ არის,
უსიამო არაკაცს ვერ შეკადრებ მეფობას,
მისთვის გზაც კი შორია, ავსებული გიდელი,
წლები მოსეს კედლებმა და დაიმსხვრა ბედობას,
დაკაწრული კანი და ფიქრი ასე შიშველი,
უსაფუძვლო ხვევნაში ნაფიქრალი მგოსანი,
უმანკობის უბიდან გატყორცნილი სხივები,
და დაცემულ საყდართან შენი მანდილოსანი,
დახოცილი დამწვარი და დამხრჩვალი ჩვილები,
შენი ამბით შემკულმა მზემ მიწამა აგვისტოდ,
ასე ალბათ ფარული დარდის ყვირის, ჩემი რა,
ზღვაო ამბად ნაქებო და შიშო სხვანარო,
ვებრძვი ასეთ ზნეობას და სამყოფელ ემირატს...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები