გავყურებდი აივნიდან მთებს და ქედებს, შემოდგომამ ზაფხულად რომ გამისტუმრა, ვიტკიებდი გულის ფიცარს,თვალებს,ფერდებს, კარი წვიმამ ამ დღის მერე გაიხურა, შემეფეთა ბედის მსგავსი ქერა ქალი, და სილაღე გულში ამბად ჩამისახლდა, დავბარე და ვერ ავიღე მოსავალი, და ტკივილი ბუნებისა განმიახლდა, სახე მშვიდი,სახე მქოდა იასამნის, ვარდებივით სურნელება დამყოლოდა, ვერთობოდი არაკებით მთის და ბარის, გზა ფიქრებად ბაღნარებში გამყოლოდა, ვიქუხებდი ალბათ ცაზე ელვიანად, რომ მქონოდა მეტი ნიჭი მშვიდობისა, ქალმა მითხრა დამივიწყე ხვევნიანად, თვალნი შენი საქმეს იქმნის ფლიდობისას, მე ვერ ვუთხარ პასუხადაც რამე მშვიდი, დავიყვირე როგორც ქუხდა მაშინ ზეცა, ოქრო ვერცხლი მქონდა გროშად განაყიდი, და ვერ ვუთხარ სამკაულად სიტყვა მეცა, ასე მუზებს ვავიწყებდი მთაში ბორგვას, მეველეებს წამალივით სურდათ წვიმა, ველეოდი სიცოცხლისთვის მებრძოლ მოდგმას, წვიმა იქაც მონატრებით მივა წვიმად, ვებრძვი ფიქრებს დალევიათ აზრთა განი, შხეფებს ხვალით მუნ დანაცრავს სხივი მზისა, ეს მე ვარ და ქალი იყო საფიცარი, ვერ ვიხილე სიყვარულსაც ვამბობს სხივსას, ჩემი ბედი და სილაღე ამბავს იქით, ჩემი ბედი და ქალწულებს გავდა გორა, ჭადრებს ვუცქერ ,ვსვამ ვაზივით ამბავს ღვინით, და ზაფხულიც ამ ფიქრებით გადაგორდა.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. წარმატებები! წარმატებები!
1. ძალიან მომეწონა, კარგი, ,სიყვარულიანი, წვიმიანი ლექსი. ქალი-ყველა თავისებურად ლამაზი და საფიცარია. ძალიან მომეწონა, კარგი, ,სიყვარულიანი, წვიმიანი ლექსი. ქალი-ყველა თავისებურად ლამაზი და საფიცარია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|