| ავტორი: თემური57 ჟანრი: პროზა 9 ივლისი, 2025 |
სიკეთე
ქვაზე დადებულმა სიკეთემ წინ დახვედრა ვერ შეძლო, ვიღაცამ ჩამოიარა, აიღო და გზას გაუდგა. წინ მეზობელი შემოეყარა. სიკეთე უჩვენა და შეახარბა. გასივდა მეზობლის გული, ეგ სიკეთე მე უფრო შემეფერებოდა, ამას ვინ მიაშავაო? ხარბმა მეზობელმა სიკეთის პატრონს შეშჩივლა: „ ასე და ისეო, შენ რომ ქვაზე სიკეთე დადე, მეზობელმა წინ დახვედრა არ დააცალა, აიღო და შემახარბაო“. - მერეო? - წაართვი და მომეციო! - შენ რადაო? - იმ სიკეთეს ქვაზე დავდებ და წინ დაგხვდებაო! - სხვას მოგცემ და ქვაზე დადეო! მისცა იმასაც სიკეთე, იმანაც აიღო და წავიდა: - ახლა მეც შევახარბებ მეზობელს სიკეთესო, ოღონდ სიკეთის პატრონს ქვაზრე არ დავუდებ, სხვას რად მისცაო! მორალი ასეთია: ქვაზე დადებულ სიკეთეს ეშმაკები უფრო ხშირად ეპატრონებიანო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|