| ავტორი: მეში ჟანრი: პოეზია 11 ივლისი, 2025 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
განწყობა განაგებს განსჭვრეტას. მზიანი ამინდის, ნათელ სახეების ნათელი მომავლის მახეები... გან წყობა გან აგებს განს ჭვრეტას.
მე არ მინდოდა ეს... მე უბრალოდ ვაკვირდები - უცნაურად გაყინულ სახეს და მიკვირს, რომ არ ჰკვირდები...
მეც ხომ ვარსებობ... უცნაურია?.. ეგრე სად არის?!. სადაურია
წესი, რომ შენი არსებობა აღმატებულია?.. რომ, რადგან ასე ფიქრობ, დამჩაგრავ?! არ მითხრა, რომ არარსებულია ეს წესი, თორემ გაგლახავ!
ირონია თუ მარყუჟი... ზოგჯერ მაინც, შეუშვი მაგ ყურში - ძახილი კაცის...
მე ვერაფერს გეტყვი ახალს და სიახლით ვერ გაგლახავ. ვერც შენ იზამ სიახლეს, ვერ გაწირავ სიგლახეს.
ჩემი სიტყვა არაფრად ღირს, რომ ყური შეიბერტყო. ახლა მისმენ?! მანამდე ხო ვერაფერი გითხარი, რომ მოგესმინა.... ....შე კვერცხო! გაიღვიძე! გაიღვიძე! ... სიზმარია!..
ბოდიში, თუ გადმოვედი საზღვარს... ბოდიში, რომ ცარიელი მოველ... ეს ხომ არ ეკადრება სტუმარს... ვიცი, რომ არჩევ იარაღს - რომელ
კალიბრით გახვრიტავ მომხდურს... რომელ კოლიბრის ფრთაზე მძიმე ხარ?! რომელ სიტყვებით მოკლავ მოსულს შენს კართან... მაგარი ვინმე ხარ!..
მე კი მასწავლე, რომ შეგიყვარო, როგორც პეპელა... რომ შევიყვარო ყველა ეკალი, რაც კი შემესო... რომ ვიმსახურებ ყველა ტკივილს, რაც კი ნელ-ნელა მაცლის ძალას... და ცდილობ, რომ აქ მარტო შენ იყო...
მადლობა, მაგრამ ვერ ვიჯერებ ამ შენს გაკვეთილს... უფრო სწორად, უკვე საკმარისი დავიჯერე. მიყურებ და მეფერები შენგანვე გასრესილს, რომ ისევ გავცოცხლდე და გკვებო ამის მერეც...
შენთვის ხომ მე მორიგი უფასო ხილი ვარ... შენ ხომ ნახევრად შეჭმულსაც მიმაგდებ... მგონი თავს ღმერთს ეძახი... - შეშლილი ხარ! მე არ დამიჯერო, შენ თვითონ მიაგნებ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესო რამეებია, საინტერესო რამეებია,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|