| ავტორი: თემური57 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 12 ივლისი, 2025 |
ადამის სამეტყველო ენა
(ამონარიდი კვლევიდან "ბაშპლემის ფილის უძველესი ტექსტის გაშიფვრის შესახებ")
ამ საკითხისადმი დაინტერესება კაცობრიობის არსებობის მთელს მანძილზე, დაწყებული იმის შემდგომად, რაც შეიქმნა შუმერული მითოლოგია, გაგრძელებული „დაბადებით“, ასევე ყურანით და სხვ. რელიგიური კონფესიების ანალოგიური სწავლებით დამთავრებული, არ განელებულა დღემდე.
განსაკუთრებულ უთანხმოებას ენათმეცნიერთა შორის იწვევს ერთიანი ენის არსებობის საკითხი. შესაბამისი არგუმენტირებით ზოგნი ემხრობიან და სხვანი უარყოფენ აღნიშნულს, ოღონდ მომხრეთა დასკვნები ძირითადად დაფუძნებულია მატერიალურ მსოფმხედველობაზე და არ ითვალისწინებს თეოლოგიურსაც, მათ ერთგვარ ნაზავს, ხისტატ, ღმერთის მიერ ადამიანის (ადამ და ევა) შექმნის დაშვების შესაძლებლობას ყოველგვარი „მაგრამის“ გარეშე, არამედ, თუნდაც ალბათობას მაინც ამ მიმართულებით. როგორ შეიძლება ეწოდოს იმ ადამიანს მეცნიერი, ვინც შეგნებულად, რომელიმე იდეოლოგიის გამო მიმართავს ჭეშმარიტი ფაქტების გაყალბებას, უძველეს ისტორიულ თუ სხვა სახის წყაროებს უსადაგებს მისი ხელისუფლების იდეოლოგიას და ასრულებს მათ დაკვეთას.
საინტერესოა, მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებდნენენ და დღესაც ამტკიცებენ, სამეტყველო ენები ჩამოყალიბდა ერთ ჯგუფში გაერთიანებული ადამიანთა ინდივიდების ერთმანეთთან კონტაქტის შედეგადო და მოგვიანებით გავრცობით სხვა ჯგუფებზეო, რატომ არ ითვალისწინებდნენ ან ითვალისწინებენ იმ მოცემულობას, რომ „დაბადების“ წიგნში პირდაპირ არის მითითებული ერთიანი ენის არსებობის თაობაზე ცნობები, მეტიც, თუ მეცნიერი ბრძანდები, ისე ხომ მაინც უნდა იაზროვნო, ადამი და ევა, მათი შვილები სხვადასხვა ენაზე ხომ არ ისაუბრებდნენ ან როგორც წარღვნის შემდგომ ნოე და მისი სამი შვილი? ანუ არსებულა ერთიანი ენა, რომელიც დიფერენცირდა მოგვიანებით, კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების შესაბამისად.
გავიხსენოთ შემდეგი ინფორმაცია: „ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანი, დედაკაცის (გამოვიყენოთ ბიბლიური დასახელება) - mtDNA და მამაკაცის Y-DNA შტოების შესაბამისად, ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის წარმოშობილია. მათ თავისი მეცნიერული სახელიც გააჩნიათ: მიტოქონდრიალური ევა და Y ქრომოსომული ადამი, თუმცა განმარტავენ, რომ შესაძლოა მათ გარდა სხვებიც არსებობდნენ, მაგრამ მხოლოდ ადამი და ევა გადარჩნენ“.
ცალსახად, მცირედი „მაგრამის“ ანუ ყოყმანის გარეშე, ჩვენ ვაღიარებთ ადამიანის გაჩენის ადრეულ ეტაპზე, ერთიანი სამეტყველო ენის არსებობას, ოღონდ ისტორიული და რელიგიური ცნობების ურთიერთთავსებადობით, რადგან სწორედ ამგვარი დაშვება იძლევა მყარი და ჭეშმარიტი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას, რისი უარყოფაც ფაქტიურად შეუძლებელია, თუ არ ჩავთვლით მეცნიერთა იმ კატეგორიას, რომელთა რელიგიური შეხედულება დაფუძნებულია ათეიზმზე - ვერაგ მოღძვრებაზე.
რადგან გახლავართ მართლმადიდებლები, ჩვენს შემთხვევაში დავეყრდნობით „დაბადების“ წიგნს (პირველი ბიბლიური ჩანაწერები განეკუთვნება დაახლოებით ძვ.წ. XV – XIV ს.ს.) და ამასთან უძველეს მითებსაც, მსჯელობას წარმართავთ თანამედროვე არქეოლოგიური არტეფაქტების კონსტატაციით, ეთნოსთა გენეტიკური კვლევების უახლესი ინფორმაციითა და სხვა ისტორიული წყაროების გამოყენებით, რითაც გამოვიტანთ მრავალარგუმენტირებულ დასკვნას, რაც სრულად გამორიცხავს შეცდომის დაშვების შესაძლებლობას.
საკითხის განხილვა დავიწყოთ შემდეგი მარტივი შეკითხვით: ღმერთის მიერ შექმნილი ადამი, რომელ სამეტყველო ენაზე აწარმოებდა მასთან კომუნიკაციას?
აქ გვაქვს რამდენიმე დაშვება: ვირტუალურად, რადგან უფალი ამის შესაძლებლობას მისცემდა. შემდეგი: ღმერთის ენაზე, რომელიც შეასწავლა ადამს; მომდევნო: ადამის მიერ „გამოგონებული“ ენით, რომლის გაგებაც შემოქმედს არ გაუჭირდებოდა, გამომდინარე მისი ყოვლისშემძლეობიდან.
წარმოვადგინეთ სამი მოცემულობა: ამათგან პირველი იმთავითვე გამოსარიცხია, მატერიალურ სამყაროში ადამიანის მიერ გარემოსთან შემდგომი ადაპტაციის მთელს ისტორიულ მანძილზე, მას ამის შესაძლებლობა არასდროს მისცემია, არასდროს დაუმყარებია “ვერბალური მეტყველების“ გამოყენებით კავშირი თანასახიერთან, შემოქმედთან კი, მისივე დაშვებით, ასევე მიღმიერი სამყაროს ბინადრებთანაც (ანგელოზები), ხოლო „ბოროტი ძალები“ (დროებით ასე მოვიხსენიოთ) ამას თავად აკეთებდნენ, ტელეპატიურად (ვერბალურად)უკავშირდებოდნენ ადამიანებს.
მეორე მოცემულობა სრულიად დასაშვებია, გამომდინარე მატერიალური სამყაროს ბუნებიდან. ედემის ბაღში ღმერთი ფიზიკურად ეცხადებოდა ადამს, ამასთან ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც, რომ შემოქმედმა სიტყვით შექმნა სამყარო: „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი (დაბ. 1;3).
თუ ამ მოცემულობის დადასტურებას შევძლებთ, მაშინ, ასევე გამოვრიცხავთ მესამე და სხვ. ვარიანტებს, რომლებიც უკვე მიესადაგება წინარე ენიდან სხვა ენათა დიფერეცირების შესაძლებლობას, ოღონდ იმ დაშვებით, რომ ამ ენებში სადღაც - სადღაც შემორჩა ერთიანი წინარე ენიდან დარჩენილი სიტყვები პირველქმნილი სახით, ნაწილმა კი განიცადა ტრანსფორმაცია, ამასთან შეიძინა სხვა შინაარსობრივი ფორმა, ნაწილიც სრულად შეიცვალა და ახალ სიტყვებად ჩამოყალიბდა ან ატროფირდა.
მეორე მოცემულობასთან მიმართებით,მოდით, ჯერ ასე ვთქვათ: სიტყვა (სიტყვები) სავარაუდოდ არსებობდა ადამის (ადამიანის) გაჩენამდე, ოღონდ ის შეიძლება ყოფილიყო ვერბარული, ხმოვანი ან კიდევ სხვაგვარი (ჟესტების ენა).
უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, დავიწყოთ ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა. შემოქმედმა რადგან სიტყვით შექმნა სამყარო და პირველად იყო სიტყვა: „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან“ (იოანეს სახარება 1;1-2), შესაძლოა ის გამოიყენა ვერბალური სახით, ვიდრე მატერიალურ სამყაროს შექმნიდა, ანუ მას არ ექნებოდა ბგერითი - ხმოვანი შესატყვისი (ხმოვანი სახით არ გამოითქმებოდა), მაგრამ გააჩნდა შესაბამისი სახიერი მნიშვნელობა. მაგალითად: თუ ღმერთს სურდა, ვთქვათ წყლის გაჩენა, იგი არ წარმოთქვამდა ხმოვანი სახით სიტყვა „წყალს“, ვირტუალურად წარმოიდგენდა მას და გააჩენდა ან ხმოვანი სახითაც წარმოთქვამდა. ე.ი. შემოქმედი წარმოიდგენდა ამა თუ იმ საგანს ან ქმედებას, რომლებსაც შეესაბამებოდა გარკვეული სიტყვები, რომლებიც არსებობდა ღმერთთან და შემდეგ ხდებოდა მათი ვიზუალიზაცია, ანუ მატერიალიზება, მაშასადამე ედემის ბაღში ღმერთის სიტყვას უნდა ჰქონდა ე.წ. ორი ბუნება - ვერბალური და ხმოვანი, თუმცა თუ გავითვალისწინებთ „დაბადების“ ტექსტში წარმოდგენილ გარკვეულ „მინიშნებას“, ჩვენი ვარაუდით ღმერთის მიერ „წარმოთქმული“ სიტყვა მაინც უნდა ყოფილიყო ვერბალური.
უფალი ამბობს: „ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ (დაბ. 1;26), ანუ ის საუბრობს მრავლობით რიცხვში, ხოლო მართლმადიდებლური მოღღვრება ამ ფაქტს ხსნის იმით, რომ აქ საუბარია სამებაზე (ღმერთი, ძე და სულიწმინდა).
ძე ღვთისა და სულიწმინდა კი მიღმიერ სამყაროში არ იყვნენ წარმოდგენილნი მატერიალური სახით, ერთი შემოქმედის სამი ბუნება იყო, სავარაუდოდ სიტყვაც ვერბალური იქნებოდა შემდეგი მოცემულობით: მატერიალური სამყაროს შექმნამდე არსებობდა სიტყვები (სიტყვა), რომელთაც ცალკეულად გააჩნდათ წარმოსახვითი ფორმა (სახე) და მათი ერთობლიობა ქმნიდა ენას, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ შემოქმედის ენა (ღმერთის ენა).
გავიაზროთ ეს ინფორმაციაც: „ქართლის ცხოვრებაში“ მეტად საყურადღებოა ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსის ჯუანშერის ცნობები „ნებროთის წიგნთან“ მიმართებით,როცა ნებროთს გამოეცხადება მიქაელ მთავარანგელოზი და აუწყებს უფლის გადაწყვეტილებას. აი, მცირე ამონარიდი ამ ტექსტიდან: „და დაუტევნა ჰინდურად მზრახველნი ჰინდოეთს, სინდნი სინდეთს, ჰრომნი ჰრომს, ბერძენნი - საბერძნეთს, აგ და მაგუგ - მაგუგეთს, სპარსნი - სპარსეთს; ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო, და ესე არიან შჳდნი ენანი, რომელნი ნებროთისამდე ზრახვიდეს“.
„ხოლო პირველი ენა ასურებრი იყოო“ - ეს ითქმის სავარაუდოდ „ღმერთის ენაზე“ - ენების შერევის პროცესამდე პერიოდზე, რომელიც ადამს (ადამიანებს) უფალმა მისცა და ამ ენიდან მოხდა სხვა ენათა ჯგუფების ჩამოყალიბება, რაშიც, ამ პროცესების მიმდინარეობისას უკვე ადამიანის ხელიც გაერია. ეს მოხდა ბაბილონის გოდლის მშენებლობის დაწყების შემდგომ. გავიხსენოთ ისიც, რომ ადამიანთა განკითხვა ერთ - ქართულ ენაზე იქნება, ანუ პირველწოდებული ენით ამეტყველდება კაცობრიობა.
ამგვარი მსჯელობა ათეისტ მეცნიერთათვის კარგ შემთხვევაში ზღაპარია, უფრო გამკაცრებულში კი ადამიანის ფანტაზიაში შობილი სისულელე, თუმცა ამით ისინი ვერაფერს შეცვლიან, პირიქით, ჩვენ და ჩვენნაირები მოვუღებთ ბოლოს მათ ნაბოდვარს არგუმენტირებულად, მოვისვრით სანაგვეზე.
რაც შეეხება „ასურებრს“, სავარაუდოდ ეს ენა უნდა გავაიგივოთ პირველწოდებულ ენასთან (ტერმინი ჩვენია), რადგან აღნიშნული სახელწოდება გვიანდელია, თუმცა საინტერესო ის არის, რომ წინარე ენის შესახებ ცნობები, ქართველებს სხვადასხვა ეპოქებშიც გააჩნდათ.
შემდეგი: გავიხსენოთ ღმერთის მიმართვა კაენისადმი, როცა ეს უკაბასკნელი შეეცადა საკუთარი ძმის - აბელის მოკვდინების ამბის დამალვას: „და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაი შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე“ (დაბ. 4;9)?
ახლა კი გადავიდეთ მსჯელობის ე.წ. საერო ნაწილზე და „აბგიან კაცთან“ დაკავშირებით: „ისტორიკოსნი ესე ბეროზ, ავიცენ და აპოლორ იტყვიან". „ველთა შინა ქალდეისათა სცხოვრებდეს კაცნი ველურნი, მსგავსნი ოთ-ხფერხთა. ფსკერიდამ ზღვისა ერითრეისა (ესე იგი შავის ზღვისა) გამოვიდა მყის ერთი წყლიერი მიწიერი ცხოველი, რომელმანცა განანათლა ზნენი მათნი, ესე განსაცვიფრებელი ცხოველი იწოდებოდა ანფიბიად ანუ ოანესად. მას უკუ აქვნდა ორი თავი, ქვემოი პირის-სახე მისი იყო კაცისა, ხოლო ზემო პირის-სახეი მისი თევზისა. გამოუტევებდა ხმასა პირისაგან კაცისა, გარნა საგრძნობელი ხმაი მისი აღსავსე იყო მშვენიერ-მზრახველობითა სიტყვისათ" (თეიმურაზ .ბატონიშვილი. გვ.5 სტ. 8).
ოანა - ოანესი „გამოუტევებდა ხმასა პირისაგან კაცისაო“, ამასთან „გარნა საგრძნობელი ხმაი მისი აღსავსე იყო მშვენიერ-მზრახველობითა სიტყვისათაო". აქ შეგვეძლო მოგვეყვანა ენოქის ე.წ. აპოკრიფული წიგნიდანაც ზოგიერთი ცნობა, რომლებშიც აღწერილია ადამიანთა ასულებთან ზეციური არსებების კავშირები, რაც „დაბადების“ მე-6 თავშიც გვხვდება გაკვრით, მაგრამ, ალბათ ესეც საკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რაც ერთიანი ენის არსებობის დადასტურებაზე მიუთითებს. ამას შეგიძლიათ დაუმატოთ თანამედროვე უცხოელ მეცნიერთა მნიშვნელოვანი შრომები, სტატიები და ა.შ. რაც გააამყარებს ჩვენს დასკვნებს წინარე, ანუ პირველწოდებული ენის არსებობასთან მიმართებით, თუმცა ქართველ ენათმეცნიერებს შეუძლიათ აწარმოონ უფრო სიღრმისეული კვლევები ამ მიმართულებით და მართლაც საშვილიშვილო საქმეს დაუდონ სათავე, რადგან აღნიშნული ქმედება, დარწმუნებულები ვართ, მათ აუცილებლად მიიყვანს იმ მოცემულობამდე, რომ წინარე ენა თუ არ იყო ქართული, მნიშვნელოვნად მსგავსი მაინც იქნებოდა (გაიხსენეთ იოანე-ზოსიმე). ქართულ ენაში გაცილებით მეტი არქაული სიტყვები შემორჩებოდა .
ვინ იყო უ-ანნა? ...აქვე აღვნიშნავთ, რომ ასეთ საკითხებს ჩვენ სიფრთხილით ვეკიდებით, ვახდენთ მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას.
U-Anna - ოანეს-oannes. იგივე Apkallu ან Abgal - აქადური და შუმერული, შესაბამისი ტერმინები, გვხვდება ლურსმნულ წარწერებში, ზოგადად ნიშნავს "ბრძენს".
ისევ მოვიყვანოთ ციტატა თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან „ისტორია დაწყებითგან ივერიისა ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა ქმნილი საქართველოს მეათცამეტე მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან. (გამოცემული სანკტპეტერბურგის სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისა 1848 წ.)
გვერდი 7 სტატია 13:
„მაშინ ჯერ-იყო კიდურ-მდგომარეობად, რომელ ანფიბიას აღმოწბო მეცნიერებაი თვისი ტარტარსა შინა, ესე იგი სატახტოსა ქალაქსა შინა კავკასიურსა;"
უძველეს ბარელიეფებზე ოანესი, იგივე აპკალლუ - აბგალ გამოსახულია ჩანთით ხელში. ეს ბარელიეფები გვხვდება არამარტო შუმერულ, აქადურ, ასევე სხვადასხვა ხალხის ისტორიულ წყაროებში, დედამიწის ორივე ნახევარსფეროში (ოლმეკები). ნმათი ვიზუ ალური მსგავსება და ფიგურების მოძრაობის სტილი იმდენად საერთოა, რომ ეს არ შეიძლება იყოს ადამიანების ფანტაზიის ნაყოფი, მითუმეტეს დამთხვევა, განვმარტავთ „დამთხვეულთათვის“.
აპკალუ - აბგალ, ამ ფორმას აქვს მსგავსება ძველ ქართულ სიტყვასთან აბგა, რომელიც აღნიშნავს ჩანთას, ლუ კი შუმერულად ნიშნავს კაცს. ე.ი. ფორმა აბგალ-ლუ ნიშნავს ჩანთიან კაცს ,როგორც ეს გამოსახულია ბარელიეფებზე. აბგალ ანუ აბგა ჩანთა (ქართულად), ლუ - კი კაცი (შუმერულად) და ტერმინი, რომელიც დაფიქსირებულია უძველეს ტექსტებში - აპკალუ - აბგალ - აღნიშნავს ჩანთიან კაცს.
რამდენიმე ფორმაში აპკალლუ, აბგალ (აბგალ-ლუ, abgal-lu) წარმოდგენილია, როგორც შვიდი ნახევარღმერთი, რომლებიც ზოგჯერ აღწერილია, როგორც ნაწილი ადამიანი და ნაწილი თევზი ან ფრინველი და დაკავშირებულია ადამიანურ სიბრძნესთან. ამ არსებებს ხშირად მოიხსენიებენ სამეცნიერო ლიტერატურაში, როგორც შვიდი ბრძენი. ზოგჯერ ისინი ასოცირდებიან კონკრეტულ „პირველყოფილ“ მეფეებთან. დიდი წარღვნის შემდეგ პერიოდში (იხ. გილგამეშის ეპოსი) ჩამოთვლილია სხვადასხვა ბრძენი და მეფეები. სახელი აპკალლუ-აბგალი, ასევე გამოიყენება, როგორც მეფეებისა და ღმერთების ეპითეტი, სიბრძნის ან ცოდნის ნიშანი.
ასევე Apkallu, abgal-lu - ს შემდეგომი გამოყენება გვხვდება აპოტროპულ რიტუალებშიც, ფიგურების მითითებისას; ეს ფიგურები მოიცავს თევზი - ადამიანის ჰიბრიდებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან შვიდი ბრძენის სახით, მაგრამ ასევე შეიცავენ ფრინველის თავიან და სხვა ფიგურებს.
ბეროსუსის გვიანდელ ნაშრომში, ბაბილონის აღწერისას აპკალლუ კვლავ ჩნდება, სადაც დაფიქსირებულნი არიან, როგორც თევზ-კაცები, რომლებიც ღმერთებმა გაგზავნეს ცოდნის გადასაცემად ადამიანებთან. ბეროსუსთან -Oannes (უანას ვარიანტი) ნათქვამია, რომ ადამიანებს ასწავლიდა მათი შექმნის მითს, Enūma Eliš, ანუ 0მას, რაც კაცობრიობის არსებობის ადრეულ ეტაპზე აისახა უმერულ ეპოსში, ხოლო ძვ.წ. II ათასწლეულის შუახანებიდან ბიბლიურ ტექსტებში („დაბადება“).
ერთი მარტივი მაგალითითი მრავალ საკითხზე დაგვაფიქრებს და ჭეშმარიტების გზას გვაჩვენებს.
თუ კარგად გავიაზრებთ „დაბადებიდან“ ღმერთის მიერ ადამისა და ევას შექმნის პროცესს, მერე იმ მოცემულობას, რომ ისინი თავიდან ედემის ბაღში შიშვლები დაიარებოდნენ, მხოლოდ მცენარეულ საკვებს მიირთმევდნენ, და ა.შ. სხვა თანმდევ მოვლ;ენებს (ნანადირევის ტყავით შემოსვა, ცილოვანი საკვების მოპოვება), კითხვები მრავლად გაჩნდება, მაგალითად: რატომ უნდა ჰქონოდათ ქვის ხანის ადამიანებს „დაბადებაში“ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და აესახათ თავიანთ მითებსა თუ ეპოსებში, მოგვიანებით ბიბლიურ ტექსტებში, თუკი მართლაც ეს ყველაფერი ვიღაცამ არ უამბო, ან ასწავლა? ამასთან კაცობრიობის წარმოშობის უძველეს ისტორიასთან (პირველყოფილი ადამიანები) თანხვედრილი.
თუ ისტორიისა და „დაბადების“ ამ ნაწილების იდენტურობა ეჭვს არ იწვევს, მაშინ, პირველად რომელი მეცნიერის თავში „მოიხარშა“ და შემდგომ გაზიარებული იქნა ის სისულელე (არ ვგულისხმობთ დარვინსა და მის მიმდევრებს), რომ ბიბლიაში ქვეწარმავალის სახით წარმოდგენილი აპკალლუ - ოანა - აბგალი უძველესი ადამიანების, ჩვენს შემთხვევაში, ვთქვათ შუმერების გონებაში შობილი არარეალური არსებაა?
ჩვენ ამ საკითხებს ვრცელი კვლევა მივუძღვენით და ავსახეთ „უძველესი ქართული წარწერები - გრაკლიანი გორის დამწერლობითი არტეფქატების გაშიფვრის შესახებ“ და „ბაშპლემის ფილის უძველესი ტექსტის გაშიფვრის შესახებ“ ნაშრომებში, ამიტომ აქ რამდენიმე ასეულ ფურცელს ვერ წარმოგიდგენთ, მაგრამ დაინტერესებულ პირებს შეგვიძლია ელფოსტით გავუგზავნოთ (დაგვიკავშირდით „ურაკპარაკზე“, თემური57) სრული კვლევები (რამდენიმე ასეული გაგზავნილი გვაქვს), რომლებიც წარდგენილია შესაბამის დაწესებულებებში კვალიფიციური რეცენზირებისთვის, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს ვერ ხერხდება, სპეციალისტთა (პალეოგრაფები) არყოლის გამო. მიუხედავად ამისა, სიტყვიერად გვიდასტურებენ ჩვენი კვლევების მართებულებას. ვინ შეიძლებოდა ეს ყოფილიყი იანეს - აბგალი? ...
ტერმინი აპკალლუ-აბგალი Apkallu, (abgal-lu, აბგალ-ლუ, ჩანთიანი კაცი), როგორც ეპითეტი ან ზედსართავი სახელი, შეიძლება ნიშნავდეს „ბრძენს“. იგი გამოიყენებოდა, როგორც ღმერთების Ea და Marduk-ის ეპითეტადაც და უბრალოდ ინტერპრეტირებულია, როგორც „ბრძენი ღმერთებს შორის" ან მსგავსი ფორმები. იგი ასევე გამოიყენება ენლილთან, ნინურტასთან და ადადთან.
ტერმინი ასევე ეხება "შვიდ ბრძენს", განსაკუთრებით ბრძენ ადაპას (ადამის პროტოტიპი) და აპოტროპულ ფიგურებს, რომლებიც ხშირად თავად „შვიდი ბრძენის" ფიგურებია. ამ შვიდი ბრძენის სახელებისა და „ტიტულების“ შეჯამება შეიძლება იყოს შემდეგი: 1. Uanna, უანა - დაასრულა გეგმები ცისა და მიწის შესახებ;
2. Uannedugga, უანნედუგგა - იყო დაჯილდოებული ყოვლისმომცველი დაზვერვით; 3. Enmedugga, ენმედუგგა, რომელსაც კარგი ბედი მიენიჭა; 4. Enmegalamma, ენმეგალამმა, რომელიც დაიბადა სახლში; 5. Enmebulugga, ენმებულუგგა - გაიზარდა საძოვრებზე", 6. An-Enlilda, ან-ენლილდა - ქალაქ ერიდუს მცოდნე; 7. Utuabzu, უტუაბზუ, რომელიც ზეცად ავიდა;
მესოპოტამიელი სწავლულები, ასევე იყენებდნენ ტერმინს ummianu (ummânù) - ექსპერტი. რთულია ადამიანთა უმრავლესობისთვის ამგვარი ე.წ. მითოლოგიური არსებების რეალურად აღიარება, როცა, ასევე მეცნიერთა უმრავლესობა, განსაკუთრებით საბჭოელი და პოსტსაბჭოელი, თითქმის საუკუნის განმავლობაში რომ ჩაგვჩიჩინებდა და დღემდე ამას აკეთებს - მათ არარსებობას.
ალექსანდრე თემური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა თქვენ, ლაკონურად და შინაარსობრივად ღრმა ანალიზისთვის. ათეიზმი ერთგვარი იდეოლოგიაა, ოღონდ სატანური, გეთანხმებით, ხოლო დარვინისეული სიცოცხლის განვითარების ევოლიციური პროცესი კი დიდი სისაძაგლე. ისიც, მზია და ზეზვა ჩვეი წინაპრებიაო. შესაძლოა ამის მთქმელის, მართლაც არის. მადლობა თქვენ, ლაკონურად და შინაარსობრივად ღრმა ანალიზისთვის. ათეიზმი ერთგვარი იდეოლოგიაა, ოღონდ სატანური, გეთანხმებით, ხოლო დარვინისეული სიცოცხლის განვითარების ევოლიციური პროცესი კი დიდი სისაძაგლე. ისიც, მზია და ზეზვა ჩვეი წინაპრებიაო. შესაძლოა ამის მთქმელის, მართლაც არის.
1. შესანიშნავი ნაშრომია.აქ შეფასებასაც დავწერ და მცირე გამოხმაურებასაც,მე მჯერა რომ მსგავსი სახელწოდება-კოდები და ტერმინები გენეტიკურად ადამიანის ქვეცნობიერში,(კოლექტიურში) არის აღბეჭდილი,რადგან მას აქვს უდიდესი ადგილი იმ თვისებების განვითარების გზაზე რომელიც ღმერთთან გაახლოვებთ.არსებობს მეცნიერებები რომლებიც კოლექტიურ არაცნობიერს იკვლევენ სიამოვნებით წავიკითხავდი და განვიხილავდი თქვენთან ერთად ამ კუთხით იმ ქრონოლოგიასა და მიმდევრობას რომელიც შუმერებიდან დღემდე ქვეცნობიერში ანუ იგრეკის და მტ დნა ში დაილექა,მე მჯერა რომ მომავალი მეცნიერები თეოლოგებთან ერთად იპოვნიან პასუხებს თუ როგორ შეიძლება ვიპოვოთ გასაღები გენეტიკური ფორმულების აღმოჩენისთვის დავადგინოთ რა განსაზღვრავს მოლეკულურ დონეზე მათ ფუნქციურ შეთავსებას და შეუთავსებლობას,ასევე მსურს მეცნიერებამ განავრცოს ის შერწყმის პროცესი წარმოდგენების რომელმაც კოლექტიური ცნობიერის და კოლექტიური არაცნობიერს ზღავრი გვამცნო,თქვენი ახლანდელი ნაშრომი ათეიზმს ანადგურებს,ჩემი სურვილით და მოლოდინებით კი ვერაგ დაავადებას რომელსაც ათეიზმი ქვია ვუმკურნალებთ,თუმცა თვქენც იგივე მიზანი გაქვთ ვატყობ,დიდი მადლობა რომ ასეთ ნაშრომს ვკითხულობ ასე მარტივად აუფასოდ. შესანიშნავი ნაშრომია.აქ შეფასებასაც დავწერ და მცირე გამოხმაურებასაც,მე მჯერა რომ მსგავსი სახელწოდება-კოდები და ტერმინები გენეტიკურად ადამიანის ქვეცნობიერში,(კოლექტიურში) არის აღბეჭდილი,რადგან მას აქვს უდიდესი ადგილი იმ თვისებების განვითარების გზაზე რომელიც ღმერთთან გაახლოვებთ.არსებობს მეცნიერებები რომლებიც კოლექტიურ არაცნობიერს იკვლევენ სიამოვნებით წავიკითხავდი და განვიხილავდი თქვენთან ერთად ამ კუთხით იმ ქრონოლოგიასა და მიმდევრობას რომელიც შუმერებიდან დღემდე ქვეცნობიერში ანუ იგრეკის და მტ დნა ში დაილექა,მე მჯერა რომ მომავალი მეცნიერები თეოლოგებთან ერთად იპოვნიან პასუხებს თუ როგორ შეიძლება ვიპოვოთ გასაღები გენეტიკური ფორმულების აღმოჩენისთვის დავადგინოთ რა განსაზღვრავს მოლეკულურ დონეზე მათ ფუნქციურ შეთავსებას და შეუთავსებლობას,ასევე მსურს მეცნიერებამ განავრცოს ის შერწყმის პროცესი წარმოდგენების რომელმაც კოლექტიური ცნობიერის და კოლექტიური არაცნობიერს ზღავრი გვამცნო,თქვენი ახლანდელი ნაშრომი ათეიზმს ანადგურებს,ჩემი სურვილით და მოლოდინებით კი ვერაგ დაავადებას რომელსაც ათეიზმი ქვია ვუმკურნალებთ,თუმცა თვქენც იგივე მიზანი გაქვთ ვატყობ,დიდი მადლობა რომ ასეთ ნაშრომს ვკითხულობ ასე მარტივად აუფასოდ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|