ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2025


* * *

ისერავს,
ხაზავს,
აფერადებს,
ათბონს,
და ქრება,
და ქრება სადღაც,
ღრუბლიანი მთვარის სიბერე,
ცაში,
ვარსკვლავით აკაშკაშდა,
სინათლის ვნება,
მზე,
შენს თვალებში მე ჩავიწერე...
და ჩავინიშნე,
სიყვარულის ასეთი მცნება!
ამდენი, ჭექაქუხილის მერე,
ცა, ზღვაზე წვება"
და როგორც ჩიტი ვერ შევაჩერე,
ჰაერიც ციდან , ზღვაში ჩახტება,
ჩაყვინთავს სუნთქვა,
და ფსკერით თბება,
ჰაერიც ისევ ისერავს ვენებს,
ხვალ,
ალბათ, წვიმის წვეთების ნება,
ამდენი, ჭექა ქუხილის მერე ...
მზე თუ კი ასე, ღამეში შრება,
დღე უნდა იგძნო ,მთვარის სისველე,
და როცა სევდის ჟამი დადგება,
დარდებს, რითმები გამოგიშვერენ,
და წამი როგორ უცებ მთავრდება,
გკარნახობს, ისევ შენი სიბერე,.
თვალს გაზაფხული თუ გაახელს და
წელიწადები ვერ წაიმღერე,
სიყვარულს თუ რამ გადაგაჩვევდა,
მზე, შენს თვალებში გადაიწერე
ალბათ სამყაროს შეცნობის მერე,
სადღაც წარსულის სუნი დაგვდევს და
მომავალთმისჯილთ ვინ შეგვაჩერებს!
ამ დედამიწას სიყვარული  გადაავსებდა,
Იქნებ ხატავდე სიგიჟის ფერებს
Რომ დაღამება ისე გაძნელდა,
ისერავს, მთვარე დაბერილ ვენებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს