ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
22 ივლისი, 2025


Анна Ахматова - Первый луч — благословенье Бога…

ანა ახმატოვა - პირველი სხივი, კურთხევა ღმერთის...

პირველი სხივი, კურთხევა ღმერთის -
საყვარლის სახეს დაეცა თბილი,
მთვლემარს გაუკრთა ცოტათი ფერი
და უფრო წყნარად განაგრძო ძილი.

ციური სხივი გამთბარი, მთნები,
ნამდვილ ალერსად ეჩვენა მოყმეს ...
რა დიდი ხნის წინ ვკოცნიდი ვნებით
ძვირფას ტუჩებს და შავგვრემან ლოყებს...

აწ, გარდაცვლილ და უხორცო არსთან,
ნუგეშწაგვრილი მივილტვი, ვხივი,
სიმღერ-სიმღერით მივფრინავ, რათა
მივუალერსო რიჟრაჟის სხივით.

22 ივლისი, 2025 წ.


Анна Ахматова - Первый луч — благословенье Бога…

Первый луч — благословенье Бога —
По лицу любимому скользнул,
И дремавший побледнел немного,
Но еще спокойнее уснул.

Верно, поцелуем показалась
Теплота небесного луча…
Так давно губами я касалась
Милых губ и смуглого плеча…

А теперь, усопших бестелесней,
В неутешном странствии моем,
Я к нему влетаю только песней
И ласкаюсь утренним лучом.

1916 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები