ნალი,ფიცრული სახილავად ასე გადარჩა, რომ პირნათელი გაზაფხული ამბავს მაგონებს, სიცხე სიცივე და სამღერი აბა რა დარჩა, ვეტყვი სიცივეს ამ სიცივის ასე გამგონებს, შუქებს ვიტკიებ სახილავად ასე დაეცა, რომ სიყვარულად გაფენილი ჩემი ხეობა, შუქის სხივისთვის მებრძოლები სხივმა დალეწა, დამჩემდა სიტყვა და სამღერად ჩვენი ზნეობა, რომ სულის წადილს ვუმღეროდი ასე მალულად, ფიქრი მდევს სხივად გაჰყოლოდა სხივი მართალის, ქარნი რომ ქრიან და აზრებით გადამალულად, ვჭამე ივლისი და შიშისთვის ასი სამხარი, სიყვარულს მთებზე უსიტყვობა ასე ეჭედა, და ფანავაზის გახელილი სხივის თვალები, მინდოდა ფიქრი ამ სიტყვებით გამომეჭედა, გადავიხადე უსიტყვობის ჩემი ვალები, ასე იმასაც საყვედური უღელ შებმული, რომ გულის სხივი სუსხიანი არ ავდარია, ვაკურთხებინე ეს სახლი და ჯვარით შემკული, ჩემი ეზოა ბარის პირით დანაბარია, ასე ფულივით კაი სიტყვა ვისაც ეწადა, ვისმე უბელო ცხენივითა სახე ნაცვალი, მინდოდა ფიქრი უსიტყვობით გამომეცადა, და შევიმოსეთ მარტოობით მე და დავთარი.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა,თქვენ გამოირჩევით მკითხველებიდან ნამდვილად,კარგად საუბრობთ ჩემ ნაშრომებზე,არის ის მომენტიც როცა ვფიქრობ რომ მხოლოდ თქვენ კითხულობთ,რადგან სხვა არც აფასებს და არც კომენტარს მიწერს როგორც ხშირად, მადლობა მუხა,თქვენ გამოირჩევით მკითხველებიდან ნამდვილად,კარგად საუბრობთ ჩემ ნაშრომებზე,არის ის მომენტიც როცა ვფიქრობ რომ მხოლოდ თქვენ კითხულობთ,რადგან სხვა არც აფასებს და არც კომენტარს მიწერს როგორც ხშირად,
1. ადამიანი არსებობს იმისათვის, რომ მტკიცედ გაუძლოს ყოველგვარ სიძნელებს, ლექსი შესანიშნავია, ინტროვერტული განცდების კარგი გადმოცემა. ადამიანი არსებობს იმისათვის, რომ მტკიცედ გაუძლოს ყოველგვარ სიძნელებს, ლექსი შესანიშნავია, ინტროვერტული განცდების კარგი გადმოცემა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|