გიორგი სააკაძეს
მარტყოფიდან მარაბდამდე, თბილისიდან ნოსტემდე, გზა ბრძოლებით გაიკაფა, თუმცა ხშირად მოსდევდნენ.
იდგა ერის სამსახურში - უშბასავით ამაყი, ვიდრე წავალ და თბილ გულზე ქართულ მიწას დამაყრით,
მსურს ვესტუმრო ერთაწმინდას, გული დარდმა დახია, იქ გიორგი სააკაძის შვილის თავი მარხია.
თუ გვსურს წყლული გავამრთელოთ - საქმე წინ - წინ მიგვყავდეს, მოვუაროთ საქართველოს, ერთმანეთი გვიყვარდეს.
ოთარ რურუა
..........................................................................................................................
პაატა
ისევ ვწერ ლექსებს, როგორც ბარათებს, გული წერილებს ქარს არ გაატანს, ვიდრე ჩემთვისაც გამოანათებს მზე... შესანდობარს ვეტყვი პაატას.
გული ბარათებს ქარს არ გაატანს, ხარ ქანდაკება გამოკვეთილი, თავმოკვეთილი მტკივა პაატა, ვით არსაკიძე მკლავმოკვეთილი.
ყველა ზვარაკად შეწირულ გმირის ხსოვნა ქართველ კაცს მინთია კვარად, მსურს: მოვიხადო მამულიშვილის ვალი და ერში ვიცოცხლო მარად.
ოთარ რურუა
.....................................................................................................................
შვილი რომ მყავდეს...
„არაფერია ქვეყნად ისეთი ძვირფასი, ნამდვილმა მამულიშვილმა სამშობლოსათვის მსხვერპლად რომ ვერ გაიღოსო“, შვილის წარკვეთილი თავის ხილვისას უთქვამს გიორგი სააკაძეს.
შვილი არა მყავს, მაგრამ რომ მყავდეს, შევაყენებდი კვალზე გმირების... მე რწმენით ვივლი ცისკრის ზარამდე, თუნდაც დამიწყდეს გულის სიმები.
ვუმღერ შეწირულ არწივის მართვეს, ვით ჯგუფს მთამსვლელთა - გაშლილს ბანაკად... შვილი რომ მყავდეს, სამშობლოსათვის მეც გავიღებდი მსხვერპლად, ზვარაკად!
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ერთმანეთზე უკეთესებია. ერთმანეთზე უკეთესებია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|