და ჩემს უნიჭო ლექსებს ეცემა, ეს ნიჭიერი წუთისოფელი, თითქოს ეს ღამე ფიქრს მიეცემა, და სიზმარს ხარობს წამი ყოველი,
ზღვა ჩემს უნიჭო ლექსებს ევსება, და ღამე ისმის, წვიმა უთქმელი, რომ წამს უთუოდ უნდა შემჩნევა რომ წამს თუ ასჯერ ვერ გაუძელი არც საუკუნე არ შეგეჩვევა, და არც ეს ღამე, ასე გულრწფელი,
განა ყოველი, ღამეა ღამე, განა ყოველი წვიმა, ღრუბელი, განა ქვიშების საათზე წამებს, გასაჩერებლად უმზერს სულელი,
განა ლეგენდებს სჩვევიათ რამე, განა ლეგენდის გზაა უმსხვრევი, განა ამ ხმებზე სიგიჟე კარებს, გადასაკეტი დროაქვს უცვლელი,
როგორ, რა სუსხი რომ აგვიაინებს, დილა ასეთი გამოუცდელი ...
წვიმა ისეთი რომ ვერ კლავს წუთში იმ უკვდავს ალბათ დღეს რომ უსმენენ,
სადაც უსმენენ იქ დააღამებს, წვიმაც არ მოვა თუ კი უხვევდი,
უდრის კი? როგორც სიოში ქარი? ჭექაქუხილის გამო ხარ სველი,
წვიმა არ მოვა ღამეა ურცხვი ქარია მშრალი ...?
აორთქლილ მინებს დახაზე კუთხე დახაზე ცელი!
ცელი რომელიც იქნება უკვე, ნათქვანზე, ვრცელი,
ორაზროვანი სიგიჟის ქუსლი და აზრიანი სიტყვა წუხელ-ის,
დაბერებულო ფიქრებით მუქი, დაუბერავდეს ქარი სულგრძელი,
რომ ვერ ვთქვა თუკი ,... რომ ვერ ვთქვა თოკი ვერ ვთქვა ფურცელი.
რომ ღამეს ვერ ვთქვა რატომ უმზერ და რატომ უწერენ,
დავმუნჯდე მეც და ბარემ სულ ყველა...
ან ამაყვიროს სმენამ, სიმღერამ, რომ წვიმას ოდნავ შევუღო კარი ... რომ გაერიო ქალაქს ისედაც, Და ყველას ასე ნუღელავ უთხრა.
რომ ღამემ რამე თუ აიჩემა, უნდა მოპარო უნდა ქარურდო... რომ შენი ბრალი არის უბრალოდ, ფიქრი სამკუთხა.
ვაი რომ გახდა ასე უკვალო ტექსტი და სუსხი ....
ღამევ, დღეს ისევ გრიგალს ვუაროთ, Წრეზე სევდიან ქალებს მოვუხდეთ,
რადგან ვწუხვარ რომ დღეს აგვიანებს ამ სამკუთხედში ყოველი კუთხე, წვიმა მთვარეზე შებმული ნავი,
და დროა ისევ უხასიათო, რომ ხელთავიდან გააღიავე , ეს შენი ალღო ,
ეს.შენი ღამე ეს მიწა ახლო,
Სტროქონში ისევ პლანეტებს გავლენ, შენი ხმის ტემრში შემკრთალი ტანგო, ფრენის ციალი და შენი ტანი,
ღამე ათასჟერ რომ.დავინახო, იქნენა რამე, დრო გამონახო , და შენაც გიხმობ დაიგვიანო, და დაიძახო,
რომ ერთი ღამე ,
არ არის ახლო, არ არის შორო და აღარც ერთი ,
და ერთი ღამე რომ შეინახო, და გააბევრო, ცა გააღმერთე .. მთა შწიჭერი,
ლექსი მინიმუმ გადაიხაზოს,
ან დაიბერო ...
რომ არაფერი არ იყოს აწმყო, რომ მომავალი გადააბერო,
რომ იქ ბავშვობა შემოგეხაზოს, და ბავშვობაზეც აიღო ხელი,
რომ გაიზარდო ..
რომ გათენება არ შეაჩერო ...
დროს კარი ხელი
თუ ამ სამყაროს გინდა რომ ამცნო,
ღამეა შენი ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგია მომწონა. ბედნიერება და ბოროტებაც ღამე ხდება. კარგია მომწონა. ბედნიერება და ბოროტებაც ღამე ხდება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|