გაიღიმე დაითესა მაისი,საჭმელივით იყო შესაბრალისი, გაიღიმე დაითესა ბეგარა,ისიც ასე მე რომ თურმე მებარა, არაგვივით ახდენილი მშვიდობა,და სამყარო იყო განაყიდობა, სილიანი და ჩამქრალი ვეშაპი,ეს და ისიც ითქმის როგორც ლეწავდი, ჩაძირული ამღვრეული ერთობა,განა მესმის როგორ იყო ვერ თმობდა, აქ ჩასული სიყვარულის ხიდები,თუ არ მნახავ იცი გაიყიდები, აქ ჩასვრილი და სიშორე მაისა,და აღდგომამ თურქად გამიმაისა, საჩინობო უღელივით გამტყდარი,დაღლილი და ჩამარხული დავთარი, უჩინობო და სამღერი ერთობა,დავიჩემოთ მოდი ასე ღმერთობა, რომ საზღაურს სიკვდილადაც ვხედავდით და თან ბედის თამაშს არა ვბედავდით, რომ ანგელოზს გული არა გაუტყდეს და საკურთხი მამაოს არ წაუხდეს, რომ სიშლეგე დარჩეს ამბის წყალობად,სადაც ავდარს ეს წვიმა არ კმაროდა, საც იშოვე ეს იგივე ხიდია,სადაც მარტო მეფეები მიდიან, სადაც მაშველს უნდოდა და ძალობდა,სადაც მიწას ასე მკვდარი კმაროდა, სადაც ნაღველს უნაიროდ დევნიან,დაივიწყე მოგიყვები ელვიანს, აქ სიხარულს სიშიშვლისთვის წირავენ,დაიხსომე სახამებელს ხილავენ, აქ შუქი და დღე იწონის აგვისტოს,წარამარა გაღიმება არისო...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი შეფასებაა დავამატებდი სადაც ადამს არა სურდა მეფობა. კარგი შეფასებაა დავამატებდი სადაც ადამს არა სურდა მეფობა.
1. ეს იგივე ხიდია,სადაც მარტო მეფეები მიდიან, საინტერესო ხედვა.
ეს იგივე ხიდია,სადაც მარტო მეფეები მიდიან, საინტერესო ხედვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|