ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2025


ეჭვი

არაფერს ვიმჩნევ.
სიბრაზის გადამალვაც ვისწავლე.
უმიზნოდ სიარული დავიჩემე.
ყოველდღე დავდივარ
ბრინჯის მდელოდან - ფიჭვნარამდე.
სინამდვილეში,
ისიც ვიცი,
ვინ ღებავს ბოლოკს წითლად მიწის ქვეშ.
მოწყენის მიზეზს ვერავინ შემატყობს.
ჯიუტად ვიმეორებ,
რომ
შემოდგომა - ბებერი გაზაფხულია.
არ მახსოვს,
ბოლოს როდის გნახე.
ღრუბლებს ვუცქერდით.
მე გავიფიქრე,
რომ
ღრუბელი,
ღმერთის სიგარეტის კვამლია.
შენ იცინოდი.
მაშინ პირველად გამიჩნდა ეჭვი,
რომ ჩემი ფიქრების წაკითხვა შეგეძლო.
შემეშინდა.
თუ ჩემი ეჭვი გამართლდებოდა,
იმასაც გაიგებდი,
რომ სინამდვილეში არავინ მიყვარს,
საკუთარი თავის,
ლექსების,
ბავშვების
და
მოხუცების
ღიმილის გარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები