ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
16 აგვისტო, 2025


სერგი და ანობი



 
  იმ უცნაური ღამის შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი მასზე.
დღესაც  ვიხსენებ იმ ადამინას,
განგებამ  რომ  საოცრად რთული ბედი არგუნა...
  საღამოსპირს მშობლიურ ქალაქში მივემგზავრებოდი და სადღაც შუა გზაზე, ერთერთ სოფელთან,
ჩემი ავტომობილი გაფუჭდა.
მისი შეკეთება  დილისთვის გადავდე და რადგან გადაღლილი ვიყავი გადავწყვიტე ამ სოფელში ღამისგასათევი  მეპოვნა.
დიდხანს არ მიძებნია.
გზად ერთი მოხუცი შემომხვდა და მან მიმასწვლა სასტუმრო არა, მაგრამ ერთი ოჯახი, რომელიც  სტუმრებს ღამისგასათევად ქირის გარეშე უშვებდა.
მიუხედავად იმისა რომ ეჭვიანი არ გახლავართ, იმის ნაცვლად რომ ოდნავ მაინც გამხარებოდა, ამ ინფორმაციამ უცნაურად დამძაბა.
რა თქმა უნდა,
მაინც მივადექი იმ სახლს და ჭიშკართან ბოძზე  დამაგრებულ მოციმციმე  ღილაკს თითი დავაჭირე.
ღია ფანჯრიდან ქალის ხმა მომესმა - მოვდივარო,
და შუაასაკს გადაცილებულმა ქალბატონმა კარიც მალევე გააღო.
ერთმანეთს მივესალმეთ და მისვლის მიზეზი ვაუწყე.
მან  სახლში შემიპატიჟა,  ყურადღებით შემათვალიერა და უემოციო სახით  ოთახისკენ გამიძღვა.
ოთახი კოხტა და სუფთა იყო და  მინიმალურ  პირობებს აკმაყოფილებდა.
პირზე წყალი შევისხი, ფანჯარა გამოვაღე და სავარძელში მოვკალათდი.
კარზე დააკუკუნეს.
ქალბატონმა სინით ხილი,
ნაზუქი და  ცაცხვის ჩაი შემოიტანა, მაგიდაზე დაალაგა, მომიტრილდა და მეუბნება.
- თუ რამე ხმებს გაიგებთ, ყურადღება არ მიაქციოთ.
ეს ჩემი შვილია. ის ავად არის და თერთმეტი წლიდან უკვე ოცი წელზე მეტია ოთახშია ჩაკეტილი.
ეს თქვა და  ისე სწრაფად გავიდა, რომ  მადლობა გზაში დავაწიე.
ფანჯარასთან მივედი და სუფთაჰაერსმონატრებულმა ხარბად და ღრმად ჩავისუნთქე.
ცოტა ხანს ვიდექი და ალუბლის ხის თავზე დაკიდებულ ახალ მთვარეს გავსცქეროდი.
მერე ხილი გამახსენდა.
მაგიდას მივუახლოვდი და  გულაბი მსხალი ჩავკბიჩე.
,,გემრიელია?,,
უცებ მომესმა უსიამოვნო ხმა. ინსტიქტურად ფანჯრისკენ შევტრიალდი.
არავინ იყო.
მსხალი ამჯერად  ფრთხილად წავიღე პირისკენ და ისევ ჩავკბიჩე.
,,რატომ არ მპასუხობ?!
მთელი ბავშვობა და ცხოვრება გამიმწარე და ახლა არ მპასუხობ?!
რაო?! გამებუტე?
ჰაჰაჰა - გამებუტა!
ჰაჰაჰა.
ნეტავი, საერთოდ თავს დამანებებდე და გამეცლებოდე!,,
ფანჯარას მივუახლოვდი.
ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა.
მერე განაწამები ხმა მოისმა, რომელიც ვიღაცას ეკითხებოდა:
,,რა გინდა ჩემგან?!
რა დაგიშავე?! რატომ მერჩი?!
ბაბუჩემმა?! ვიცი!
მაგრამ  მე რატომ?! რატომ?! რა გინდა რომ გავაკეთო?!
არა! არა!
მაგას ნუ მთხოვ! ვერა! არა!
შემეშვიიი!
თავი დამანებე, გთხოვ! გემუდარები, წადიიი!,,
მერე იატაკზევარდნის ხმა იყო და საშინელი ყმუილი, ისეთი, ადამიანი რომ თავის  სისხლსა და ხორცს  გლოვობს.
ვერ გადმოგცემთ იმას, თუ  რარიგ შემაძრწუნებელი  იყო ეს ყოველივე.
სასწრაფოდ მივხურე ფანჯარა და სავარძელზე დავეშვი.
რადგან დაღლილი ვიყავი, ჩამეძინა.
სადღაც შორიდან ჩამესმა უკვე ნაცნობი ხმა:
,,როგორ არ მინდა, მეგობრობა მინდა.
არა, არა, მაგას ნუ მთხოვ. ეს არ გამოვა.
თავს მოვიკლავ და მაგას არ გავაკეთებ! გესმის?!
მე ის მიყვარს!
მიყვარს!
არა, არ მძულს!
არააა!
ვერ გავაკეთეეებ!,,
ისევ იატაკზევარდნის ხმა და ისევ მწარე ქვითინი.
გამეღვიძა.
გლოვა გაგრძელდა.
ფანჯარას გავხედე.
ქარს გაუღია.
ამ ყველაფრით იმდენად შევწუხდი, გადავწყვიტე წავსულიყავი და  ისევ ჩემს  მანქანაში დამეძინა.
გვიანი იყო.
ოთახის კარი ფრთხილად გავაღე და ჩამესმა:
,,გთხოვ, არ წახვიდე,,
ეს არ იყო სადღაც ვიღაცისთვის  ნათქვამი.
ეს იყო თითქოს ჩემს ყურთანწაჩურჩულებული  ის ნაცნობი დაღლილი ხმა.
კარი მივხურე  და სავარძელს საკმაოდ
დაძაბული მივუახლოვდი.
დანამდვილებით ვერ გეტყვით ოთახში რა ძალამ  დამაბრუნა, მაგრამ ის კი დავაფიქსირე, რომ მომხდარით  გამოწვეული უსიამოვნო  შეგრძნებები  სიბრალულს ჩაენაცვლებინა.
ფანჯარა ამჯერად ბოლომდე გამოვაღე, მასთან  ახლოს დავდგი სავარძელი  და
უცნაურ ღამეს მივაყურადე.
რაც ხდებოდა, ეს ყოველივე საინტერესო გახდა.
მისი ფინალი კი,
კუდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევდა.
არ გასულა დიდი ხანი და ისევ ის ხმა
-მადლობას- მიხდის.
მშიშარა არ გახლავრთ, მაგრამ შიშისმაგვარი შეგრძნება მაინც დამეუფლა, რაც მთლიანი სხეულის შინაგან მსუბუქ შეცივნებაში გამოიხატა.
შესამჩნევი სიჩუმე ჩამოვარდა.
ასე ვიტყოდი, ცივი სიჩუმე.
კარის მხრიდან ფრთხილი ნაბიჯების ხმა შემომესმა.
ის იმ ოთახს უახლოვდებოდა, სადაც მე ვიმყოფებოდი.
ცოტახანში კარზე მორიდებული კაკუნი გაისმა. სწრაფად წამოვდექი, კართან მივედი და  გავაღე.
ჩემზე ერთი თავით მაღალი გაუპარსავი და გაბურძგნული, ასაკით ჩემზე უმცროსი  მამაკაცი იდგა.
რატომღაც დარცხვენილმა შემომხედა და მკითხა თუ შეეძლო შემოსვლა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
შემოვიდა და დადგა დამნაშევესავით.
- ბაჩო -
ვთქვი და ხელი გავუწოდე.
ჯერ  შემომხედა, მერე გაწვდილ ხელს დახედა  და
ძლივსგასაგებად:
- სერგი  და ანობი. შეიძლება დავჯდე?
თქვა და გაიღიმა.
ცოტახანს დუმდა. სკამზემჯდარმა
მერე  ყველამხარესგაშვერილი თმების დალაგებას
მიჰყო ხელი, მაგრამ არ გამოუვიდა.
- როცა ის მოდის თმები საშინლად მიუხეშდება.
- ვინ?
ვკითხე. შემომხედა, 
ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო და ჩუმად მითხრა:
- ანობი.
მომისმენთ?
გავუღიმე და თავი დავუქნიე.
თმებზე ისევ გადაივსა
ხელი და დაიწყო:
- თერთმეტი წლის  ვიყავი, როდესაც პირველად  დავინახე.
გამაოგნა მისმა სილამაზემ.
საშიშად მშვენიერი იყო. პირველი სიტყვა რაც თქვა იყო - კობეიში.
ეს რას ნიშნავს-მეთქი.
შავ ანგელოზსო.
მაგრამ ნუ შეშინდები, რადგან ჩემი გამოჩენა გარდაუვალი აუცილებლობა არის და რაც გარდაუვალია, იმის არ უნდა გეშინოდესო.
ჩემს მიმართ დიდი ყურადღებით გამოირჩეოდა და რჩევებსაც მაძლევდა.
პირველი რაც მირჩია - არ მეთქვა მისი გამოჩენის შესახებ.
მითხრა არ დაგიჯერებენ, რადგან შენს გარდა სხვა ვერავინ მხედავსო.
მისი პირველი თხოვნა იყო  ბეღურა დამეჭირა  მიმეყვანა.
ასეც მოვიქეცი.
დავიჭირე და მივუყვანე.
მან  ფრინველს სწრაფად წააძრო თავი და იატაკზე დააგდო. ვუცქერდი მოფართხალე სხეულს და პირველად ვიგრძენი მანამდე უცნობი სიამოვნება.
მერე გამოვერკვიე და ხმამაღალი  ტირილი მოვრთე.
ოთახში დედა შემოვიდა და -ეს რა გააკეთეო- შეჰკივლა.
- მე არ გამიკეთებია-მეთქი, მინდოდა მეთქვა და პირველად მიბრძანა
- არ გაბედო!-ო
პირველად შემეშინდა მისი და ხმა ვერ ამოვიღე.
მას შემდეგ ბრძანებლობს და საშინელ რაღაცაებს ითხოვს.  უკვე ოცი წელია ითხოვს, მაგრამ ბეღურა პირველი და უკანასკნელი იყო.
- რას ითხოვს?
ვკითხე მე.
- მაგას ვერ გეტყვით.
ვერცერთი სულიერი ვერ წარმოიდგენს ისეთ რაღაცაებს ითხოვს.
მხოლოდ იმას გეტყვით რომ მე ჯერ კიდევ შემწევს წინააღმდეგობის გაწევის უნარი.
ექიმებიც მოვიარეთ და მღვდელ-მონაზვნებიც.
არაფერმა გამოიღო შედეგი. როდესაც ის მოდის  ყოველთვის ვგრძნობ და ჩემს ოთახში ვიკეტები.
ის წამებით დამღლის და წავა. ამავდროულად  ის ისეთივე მშვენიერია, როგორიც პირველი დანახვისას იყო, მაგრამ,
მე ის უკვე  მახინჯი მეჩვენება.
ერთხელ მითხრა - ყველასთან მივდივარ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ვერ ხვდებიან, რადგან ვერ მხედავენო.
შენ იმიტომ დაგენახე ძლიერი ხარ და უნდა გძლიოო.
- სერგი, შენმა ბაბუამ რა ჩაიდინა?
- ვიცი, რომ გესმოდათ.
შეუძლებელი იყო არ გაგეგონათ.
ბაბუა...
ჩემი ბაბუა ჯალათი იყო.
- ჯალათი?!
- კი. ჯალათი. ციხეში სიკვდილმისჯილებს ხვრეტდა.
- ციხეში მუშაობდა?
- არა. ბაბუა ერთერთი  საავადმყოფოს მორგში მუშაობდა. არავინ იცოდა რომ ის ჯალათი იყო.
- როგორ გაიგეთ?
- ერთ დღეს, მისი სიკვდილის შემდეგ დავინახე ეზოს ბოლოში როგორ იჯდა დედა და ტიროდა.
ხელში რვეული ეჭირა.
ჩემმა გულმა რაღაც იგრძნო.
არ მივსულვარ.
დაველოდე. როდესაც წამოდგა და სახლში შევიდა უკან გავყევი და დავინახე რომ ის  რვეული  გარდაცვლილი მამაჩემის ლეიბის ქვეშ დადო.
აქედან გავიგე.
ასოცდათოთხმეტი სახელი და გვარი ეწერა.  მერე, მალევე, თერთმეტი წლის გავხდი და ანობი გამოჩნდა. მას შემდეგ დედა ყველას ეხმარება ვისაც დახმარება სჭირდება.
ზოგჯერ მგონია რომ...
არა, არა ვერ ვიტყვი.
- ნუ იტყვი, სერგი.
მან  თბილად გამომხედა,  მე კი, ამ გამოხედვამ დამამძიმა.
- მეორედ აქ აღარავინ მოდის...
თქვა.
- მე, მოვალ, სერგი.
  ისევ უზომოდ თბილი გამოხედვა და სამყაროს სევდიანი ღიმილი.
- ვიცი. იმიტომაც არ წახვედი მანქანაში დასაძინებლად
  ჩაილაპარაკა.
არაფერი მიკითხავს.
იოლი  მისახვედრი იყო, რომ  მას  განსაკუთრებული უნარი გააჩნდა.
ცოტახანს ჩუმად იჯდა.
მერე თავი ასწია, წამოდგა  და თქვა:
- საცაა ანობი მოვა.
მშვიდობით, ბაჩო.
წავიდა სერგი.
ცოტახანში კი მესმოდა:
,,არა! არა!,,
  მომწყდი თავიდან! ვერ მაჯობებ ვერა!
არააა!,,
მერე ისევ ბრახანი  და ერთი გაწამებული სამყაროს  ტანჯვის და ტკივილის  ხმები.
  თვალს როგორ  მოვხუჭავდი?
დილისკენ კარზე დააკაკუნეს.
ქალბატონმა ბასომ
(ასე ერქვა სერგის დედას) ისევ ცაცხვის ჩაი და  ნაზუქი შემოიტანა.
ცოტა მოვციცქნე, დავემშვიდობე და  მანქანასთან მივედი.
აღარ მახსოვდა რომ გაფუჭებული იყო. გასაღები ბუდეში მოვათავსე და გადავტრიალე.
მანქანა  დაიქოქა, მაგრამ ეს აღარ მეუცნაურა.
მეორე წლის შემოდგომაზე ისევ  ვესტუმრე  სერგის.
ქალბატონმა ბასომ შორიდან დამინახა და ჭიშკართან შემეგება. შავები ეცვა.
სერგის ეს გზა აურჩევია.
ვიგრძენი როგორ მეტკინა.
მგონი, სული იყო.
დიდხანს ვისაუბრეთ.
სერგის ბაბუის ამბავი გამოგონილი ყოფილა.  სერგის ბაბუა ომში დაღუპულა. სერგი თურმე ხშირად მიხსენებდა.
იმ ღამით ისევ იმ ოთახში შევედი.
ასე მეგონა, სერგიც იქ  იყო.
არ შევმცდარვარ:
მთელი ღამე  სერგი ჩემს გვერდით  იჯდა და მიყვებოდა როგორ დაამარცხა შავი ანგელოზი კობეიში.
მე მის სიმართლეში ეჭვი არ შემიტანია.
კიდევ, ის გამახსენა
მსხალი რომ ჩავკბიჩე და კითხვა რომ ჩამესმა - გემრიელიაო?
მითხრა, რომ იმ ღამით, მის ხშირ სტუმარს, პირველად გაუსინჯავს ის მწიფე ალუბალი, სერგის ფანჯრასთან რომ ხარობდა და კიდევ უფრო მეტად გაავებულა.
ეს საჩემო ხილი არ არისო. მე ლეღვი მიყვარსო. სერგი ბევრ რამეს მომიყვა.
ბოლოს მორიდებით მთხოვა - ზოგჯერ შემოიარეო.
მივხვდი, დედის გამო წუხდა.
უკვე მეოთხე წელია რაც სერგის სახლში არ ვყოფილვარ, რადგან მეოთხე წელია  რაც დედა სერგისთან წავიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები