ავტორი: თამუნა ჭიღლაძე ჟანრი: პოეზია 12 სექტემბერი, 2025
სირთულე
მერამდენედ მემართება ასე:_ გიყურებ და უცნაური განცდა... ზოგჯერ თითქოს ფინჯანივით მავსებ, ხან კი ვფიქრობ, წაუღიხარ წყალსაც. შემოდგომის ფოთოლივით ვწყდები, მეკარგება ერთადერთი რწმენა. წამით , თუმცა მაინც მავიწყდები და ჩვენ შორის ყველაფერი წყდება. კოსმოსიდან კვლავ ვიძახებ მუზებს, შენ გონებაარეული ჩანხარ, ჩემს უაზრო შემოტევას უძლებ, და იცი,რომ გავიქცევი არსად.