ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2025


დარჩენილებს

ერთი ნემსით და ერთი ყუნწით,
როგორ ხართ ახლა მეგობრებო?
ჩვენ ხომ ოდესღაც გავიწურძეთ,
ჩვენ ხომ დავკარგეთ მეგობარი.
გაყოფილია მიწა წყლისგან,
ხიდი აიწონა_დაიწონა,
არასდროს გინახავს მსგავსი ჟანრი,
შენ ხომ არასდროს არ გინახავს_
თაგილონი და ხალხის ჭერა.


აფერუმ,რა არის სათქმელი და
ჭიქაში მისხია მზის წყალი,
სიზმრების ერთი თაიგული,
გაგიყავი და გინაწილე.
უკვირს აფრენილს უგზო_უკვლოდ
გულზე გულწითელა მასხია,
სწორედ ასეთია ჩემი ღილი,
მე რომ დავკარგე აივნებთან.

აღარც სასმელი,აღარც დედა,
ვენახი.საფერფლე.წამლის ყუთი.
მერე ალუდა  ოცნებების
მერე ალუდა კამლის ლესვა.
ერთი კოცონი სადმე ენთოს,
კოცონი ფანრიდან გაპარული,
უცებ სახლიდან გაპარული
კააცი კი და თავზე დაგადგება.
შენი მავთული ,შენი შუქი შენი სახლამდე,
შენი და შენი ყველაფერი რაც კი შენია,
არაფერია მხოლოდ შენი შენ ის მასწავლე,
ამდენ მავთულებს სად აქვს  სათავე,სად არს მშიერი?
ერთი წისქვილი ნინოშვილზე სადაც ყოველ დღე
წამლებს ყლაპავენ, ვეღარ გაკადრებთ,
ატრიალებს და ღმერთა უწყის ძმაო  სადამდე.

ყვავილი უყვარდა მეგობარს,
მწვანე ჭიქა და სასთუმალი.
დაიწვა უცებ ღიმილივით
როგორც გაკიდული ბალიში.

ორნი ვიყავით ცვარი,მდელო
ორნი ვიყავით მზის ნამი,
მაგრამ თავს ვიკლავდით სხვის წყენებზე,
ზღვაში ვიყავით  მეწყერივით
წყალში უყვარდა ყვავილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები