ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2025


დაუწერელი წერილი

ჩემი ყველა უძილობის ღამე ,
შედეგია შენი მშვიდად ძილის,
და როცა გრძნობ,თითქოს მორჩა რამე,
მაშინ შემი უჩემობა ტირის,

როგორ უნდა გავუმკლავდეთ წუხილს,
თუკი სიტყვებს აღარა აქვს ძალა
დაველოდოთ ჭექასა და ქუხილს
იქნებ შეცვლის რამეს,იქნებ გადაძალა

ის ,რომ გვიჭირს ამოხევა ფურცლის
წარსულიდან შეცდომებით წერის
ვიცი,ქარი სიტყვებს როგორ უცვლის
აზრს,შენამდე ვერმოღწეულ წერილს

ჩვენ  თუ რამე ვერ გავუგეთ აწმყოს
როგორ ვკითხოთ ღმერთს სიცოცლის აზრი?
ჰომ,ხანდახან არსებობაც გვაწყობს
რომ  არყოფნის ამოვივსოთ ბზარი,

რეალობის ათასნაირ ფერში
ვეძებთ საშველს არარსებულ დოგმის
პასუხებს და ამ ფიქრების მტვერში
სუნთქვა გვიჭირს ერთ ადგილზე დგომის.

წამით ლოდინს,როცა ვიცი,მოხვალ
კურნავს სულში ჩამომღვრეულ განცდას,
შეიძლება? დავიჯეროთ,რომ ხვალ
ჩვენი ყოფნა ჰორიზონტებს გასცდა.

ზოგჯერ მინდა,ბნელ სარდაფში ვეგდო,
მარტოობა ძვლებში როგორ მშლიდა,
ახლა შენით დამივიწყდა ეგ დრო,
ამიტომაც ვარ საოცრად მშვიდად


30.03.24, 14:48

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მუხრან აბაშიძე ვულოცავთ დაბადების დღეს