ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2025


მიძღვნა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალს

„რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრინება (გადარჩენა), წარიწყმიდოს იგი და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი“ (სახარებიდან)

„შენი სული ღმერთს ეთნევა,
დაითმინე სატანჯველი!“ -
ამხნევებდა გმირ ქეთევანს,
ანგელოზი გამარჯვების.

ვისაც ნებავს სულის შველა,
ცის ობოლი მარგალიტი,
სავალდებულოა ყველამ
სხვაც დაიხსნას მაგალითით.

დაითმენდა დედუფალი
ხორცის ფლეთას გარინდებით
ანგელოზებრ შეუვალი,
რწმენით ჯვარცმულ განმრინებლის.

26 სექტემბერი, წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე, 2025 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები