 | ავტორი: ზე ჰალე ჟანრი: პოეზია 5 ოქტომბერი, 2025 |
უაზრობაა ყოველივე და ყველა ფერი გარდა თეთრისა, მახსოვს შეგპირდი რომ არასოდეს, მაგრამ მე მაინც ვიგრძენი დაღლა, ხომ გადაივლის ეს იანვარი - უთოვლო, მშრალი და ეჭვით სავსე?
სისულელეა, ნუ ვგრძნობ რომ ისევ მისტირი წარსულს, გადახუნებულს, მაგრამ შენთვის კვლავაც აზრიანს.
უაზრობაა ყველაფერი გარდა თეთრისა, ამიტომ ცდილობს ყველა ფერი აზრის შეძენას.
შინ,თეთრ კედლებზე გამოფენილ თეთრ ნახატებს პირველად ვუმზერ და ვგრძნობ არასდროს მომინდება დაგტოვო მარტო.
უაზრობაა ყოველი დღე, უშენოდ ყოფნის პროცესში რომ მახსენებს რა უაზროა ყოფნა უშენოდ და მიჩენს კითხვას : რატომ კარგავენ უაზრონი აზრებს ფერებში?
უაზრობაა ყოველი ფერი გარდა თეთრისა, არ მინდა ვგრძნობდე - შენი ფიქრი არაა თეთრი, ვგრძნობდე რომ წახვალ და ჩემს ნაჩუქარ თეთრ ფურცელზე ადრე თუ გვიან ამოიკითხავ: "მშვიდობით იარებოდე, იარე მანამ - ვიდრე დასრულდე!" შენ იტყვი : "ამინ!" და დასრულდები იმ წამიდან უკუნისამდე.
07.01.2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რადგან - უაზრობაა ყველაფერი გარდა თეთრისა :)) ^^
რადგან - უაზრობაა ყველაფერი გარდა თეთრისა :)) ^^
1. აზრში ჩაწვდომა გამიჭირდა. აზრში ჩაწვდომა გამიჭირდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|