ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზე ჰალე
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2025


გა-ცა-თავისუფლდა

უკვე ხელს აიწვდენ და ცოდვას ეხები,
ცა ისე დამძიმდა შენამდეც დაიწია,
მიდი ჩამოკრიფე ციდან ნაყოფები,
ოღონდ გაიხსენე ადამს რა ეწია.

ცა ისე დამძიმდა შენამდეც დაიწია,
არადა ასვლა ჯობდა ცასთან შესახვედრად,
მიდი დაუძახე - ყველამ თავის ტვირთი ციდან ჩამოხსნას და
გა-ცა-თავისუფლდა.

მიდი დაუძახე, ოღონდ გულის ხმით და
ისე - გულისყურს რომ ჩაწვდეს გასაგებად,
ყველამ თავის ტვირთი ციდან ჩამოხსნას და ლოცვით ამსუბუქოს,
გა-ცა-თავისუფლდა.


2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები