 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 29 სექტემბერი, 2025 |
#ლექსები
ბაგრატოვანთა განიერი ზედა ქუთუთო (პრინცესა ირინე ბაგრატიონის ხსოვნას)
ეს მერამდენე ზაფხულია, ულეღვოდ გამდის… გაზაფხულებიც მოვილიე ბევრი უთუთო. მე მენატრება “ჩაკრულოს” ხმა, ასული ცამდის, ბაგრატოვანთა განიერი ზედა ქუთუთო.
ზედა ქუთუთო - ეს ნიშანი სამეფო სისხლის, ვისაც არ მოსდგამს, თავს ნუ იტყვის ბაგრატიონად! საქართველოის მყვარებელთა, ყოველი მისხლის, ბრძოლა სისხლში აქვთ, ერეკლემაც მაგრად იომა!
საქართველოში ქუთუთოებს მონგოლოიდურს, ცეცხლიც მოსდგამდეს მის ქვეშ მბრუნავ მშვენიერ თვალებს, თვით ასეთი მაქვს, ვით შევკადრებ რამე საყვედურს. ხიბლი აქვს, მაგრამ მეფურობას ნუ დაიბრალებს!
შეხედეთ ხატებს, წინაპართა დატოვებულებს, ფრესკებს შეხედეთ, დაუკვირდით, რას ვამბობ ახალს! ზედა ქუთუთო - მათ სხვა რამეს ავალდებულებს არ შეგინიშნავთ? გაიხსენოს, ვისაც უნახავს!
რაო, ცხვირიო?! - თხელი. კაცებს - ოდნავი კეხი, ქალებს - ნაკლებად, ნესტოთხელი მოსდგამდათ იგი. ამ ცხვირში ჩანდა ხასიათი მათი უტეხი, და რომ ეწერათ, ყოფილიყვნენ ქვეყნის ტარიგი.
მოშორებულმა, ქვეყნის ბოლოს გადაკარგულმა, მე გენეტიკურ ამ ნიშანზე რად მივუთითო? და მაინც არის ბევრი, რაიც ვერ დასთმო გულმა, მე თვითონ მიკვირს, რამდენია ეს თითო-თითო რაღაც ქართული, რაღაც მძიმე, სახასიათო - ..ბაგრატიონთა განიერი ზედა ქუთუთო!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან საინტარესო პოეზია. ბაგრატოვანთა განიერი ზედა ქუთუთოს შესახებ პირველად თქვენგან მესმის და საერთოდაც ბევრი ლიტერატურაში და ისტორიაშიც ბევრ საინტერესო თემებს ეხები და მკითხველს მასაზრდოებ, მათვითმაცნობიერებ რისთვისაც მადლობას გიძღვი შრომა-ტევადი სამუშაოსთვის . ურაკპარაკის ერთგულო აკადემიკოს-პროფესორო!
ძალიან საინტარესო პოეზია. ბაგრატოვანთა განიერი ზედა ქუთუთოს შესახებ პირველად თქვენგან მესმის და საერთოდაც ბევრი ლიტერატურაში და ისტორიაშიც ბევრ საინტერესო თემებს ეხები და მკითხველს მასაზრდოებ, მათვითმაცნობიერებ რისთვისაც მადლობას გიძღვი შრომა-ტევადი სამუშაოსთვის . ურაკპარაკის ერთგულო აკადემიკოს-პროფესორო!
2. მადლობა ბენ - ჰურ არაჩვეულებრივი კომენტარისთვის. ძველი დრო რომ იყოს, საიტი რომ მთელი დატვირთვით მუშაობდეს უწინდელივით, არც ჩემი და არც ბატონი ოთარ ცისკაძის აქტივობა ასე შესამჩნევი ნამდვილად არ იქნებოდა. უბრალოდ, ალბათ, ჩვენ- ღა შემოვრჩით ძველი გვარდიიდან. ფეისბუქის ჩემს გვერდზე თუ შეიხედავთ, დევს იქ ილუსტრაციები. დავბერდი და აქ გადმოტანა ვერ ვისწავლე, ერთი მაინც რომ დამედო. პრინციპში, რომ დაგუგლოთ მეფეთა ძველი სურათები, ადვილად დარწმუნდებით, რომ სინამდვილესთან ახლოა, რასაც აქ ვწერ. რაც შეეხება ლექსის ფორმას, რომელიც, თავის მხრივ, ნამდვილად ხარისხიანია, არაერთი ორიგინალური, ასე ვთქვათ, ოკაზიონური, ჯვარედინი რითმითაა გამორჩეული. ჩემთვის მასში პოეზიაა - გარდაცვლილი მეგობრის გახსენება, მონატრება და სახასიათო გარეგნობის აღწერა, ასევე ყოფითი დეტალების შემოტანა - “ ყოველწლიურად - ლეღვი და თუთა” ( ორივეს თავისი სეზონი აქვს - ირინე გაზაფხულზე დაიბადა და ს. სექტემბერში - გარდაიცვალა) ჟანრობრივად ეს - სათქმელი პოეზიას განეკუთვნება ამდენად, ვფიქრობ, ჟანრი სწორად მაქვს მითითებული. თან ზწდმეტი სენტიმენტები არ მინდა! არც მკითხველში ინტერესის აღძვრა მავიწყდება. დარწმუნებული ვარ, მკითხველი ამ ლექსის წაკითხვის მერე მეტ ყურადღებას გამოიჩენს თუნდაც თამარისა და დავითის, ერეკლეს პორტრეტების მიმართ. ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე აღვნიშნავ, რომ ინტერნეტით გავრცელებულია ჩრდილოკავკასიელი ცხვირფართო, სახენახმლევი ნაიბის ფოტო და არმცოდნენი ამტკიცებენ ერეკლეაო, მხატვრებმა კი იმ ფოტოს მიხედვით ერეკლეს პორტრეტები შექმნეს და ინტერნეტით გაავრცელეს. მადლობა ბენ - ჰურ არაჩვეულებრივი კომენტარისთვის. ძველი დრო რომ იყოს, საიტი რომ მთელი დატვირთვით მუშაობდეს უწინდელივით, არც ჩემი და არც ბატონი ოთარ ცისკაძის აქტივობა ასე შესამჩნევი ნამდვილად არ იქნებოდა. უბრალოდ, ალბათ, ჩვენ- ღა შემოვრჩით ძველი გვარდიიდან. ფეისბუქის ჩემს გვერდზე თუ შეიხედავთ, დევს იქ ილუსტრაციები. დავბერდი და აქ გადმოტანა ვერ ვისწავლე, ერთი მაინც რომ დამედო. პრინციპში, რომ დაგუგლოთ მეფეთა ძველი სურათები, ადვილად დარწმუნდებით, რომ სინამდვილესთან ახლოა, რასაც აქ ვწერ. რაც შეეხება ლექსის ფორმას, რომელიც, თავის მხრივ, ნამდვილად ხარისხიანია, არაერთი ორიგინალური, ასე ვთქვათ, ოკაზიონური, ჯვარედინი რითმითაა გამორჩეული. ჩემთვის მასში პოეზიაა - გარდაცვლილი მეგობრის გახსენება, მონატრება და სახასიათო გარეგნობის აღწერა, ასევე ყოფითი დეტალების შემოტანა - “ ყოველწლიურად - ლეღვი და თუთა” ( ორივეს თავისი სეზონი აქვს - ირინე გაზაფხულზე დაიბადა და ს. სექტემბერში - გარდაიცვალა) ჟანრობრივად ეს - სათქმელი პოეზიას განეკუთვნება ამდენად, ვფიქრობ, ჟანრი სწორად მაქვს მითითებული. თან ზწდმეტი სენტიმენტები არ მინდა! არც მკითხველში ინტერესის აღძვრა მავიწყდება. დარწმუნებული ვარ, მკითხველი ამ ლექსის წაკითხვის მერე მეტ ყურადღებას გამოიჩენს თუნდაც თამარისა და დავითის, ერეკლეს პორტრეტების მიმართ. ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე აღვნიშნავ, რომ ინტერნეტით გავრცელებულია ჩრდილოკავკასიელი ცხვირფართო, სახენახმლევი ნაიბის ფოტო და არმცოდნენი ამტკიცებენ ერეკლეაო, მხატვრებმა კი იმ ფოტოს მიხედვით ერეკლეს პორტრეტები შექმნეს და ინტერნეტით გაავრცელეს.
1. პირველ რიგში მაოცებს თქვენი პროდუქტიულობა. ალბათ "ურაკპარაკი" "მონოპოლიის" მსგავსი სამაგიდო თამაში რომ იყოს, ყველა უჯრას თქვენ დაიკავებდით :) ამ კონკრეტულ ნაწარმოებს რაც შეეხება, მართალია ლექსის ფორმა აქვს, მაგრამ პირველი შესანიშნავი კუპლეტის შემდეგ, მაინც თითქოს უფრო პუბლიცისტიკისკენ გადაიხარა და არცერთს რომ არ წყენოდა, მე "სხვა" ჟანრში განვათავსებდი :) ნებისმიერ შემთხვევაში ილუსტრაციები აუცილებლად უნდა დაურთოთ.
პ.ს. ისე საინტერესო დაკვირვებაა, ნეტა მართლა თუ ნიშნავს რამეს სახის ნაკვთების ფორმები?! პირველ რიგში მაოცებს თქვენი პროდუქტიულობა. ალბათ "ურაკპარაკი" "მონოპოლიის" მსგავსი სამაგიდო თამაში რომ იყოს, ყველა უჯრას თქვენ დაიკავებდით :) ამ კონკრეტულ ნაწარმოებს რაც შეეხება, მართალია ლექსის ფორმა აქვს, მაგრამ პირველი შესანიშნავი კუპლეტის შემდეგ, მაინც თითქოს უფრო პუბლიცისტიკისკენ გადაიხარა და არცერთს რომ არ წყენოდა, მე "სხვა" ჟანრში განვათავსებდი :) ნებისმიერ შემთხვევაში ილუსტრაციები აუცილებლად უნდა დაურთოთ.
პ.ს. ისე საინტერესო დაკვირვებაა, ნეტა მართლა თუ ნიშნავს რამეს სახის ნაკვთების ფორმები?!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|