ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2025


ელი მოსავალს

კაი, თუ ძმა ხარ, ვინღა თესავს მარცვალს ლექსებში,
ან რას მოიმკის მომავალში, ვისღა ადარდებს?!
ხალხს ყველაფერი მირთმეული უნდა, დღესვე, შინ,
ხვალისთვის საქმეს ეშმაკიც კი აღარ გადადებს.

შენ კი დგახარ და აფხვიერებ, მაინც, თაბახებს.
მელანში მშვიდად განაზავებ, ხელით, დროს - მავალს.
შენს პოეზიას აქ, აწმყოში, მძიმედ ამარხვებ
და მომავალში აურაცხელს ელი მოსავალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მუხრან აბაშიძე ვულოცავთ დაბადების დღეს