როცა ვკითხულობ საკუთარ ლექსებს, ორთავ თვალიდან მოგორავს ცრემლი. მე არ მოვწყდები მშობლიურ ფესვებს, მაქვს საამაყოდ დიდგორის ველი.
როცა ვკითხულობ ქართველ პოეტებს, მკერდქვეშ მფეთქავ გულს სულ უხარია... რისი დანტე და რისი გოეთე, რუსთველი სიტყვის ჯადოქარია!
მადლობა უფალს! რომ ვარ ქართველი, ეს ჩემთვის არის უფლის წყალობა... გულშიც მინთია რწმენის სანთელი და სიყვარულის მესმის გალობა.
ვწერ ლექსებს შოთას მშობელ მხარეში, ,,ვეფხისტყაოსნით“ ვდიდგულობ დღემდე. მწამს: როს ჩადგება ნისლი თვალებში, გამიხსენებენ სიცოცხლის შემდეგ.
2025
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|