ღელე ცოლად მიჰყვებოდა, წყლებით მდიდარ მდინარეს, სუფრა ჰქონდათ, შუა ზღვაში, თოვლი იყო თამადა. წვიმამ ხელი ასწია და თქვა, არ გამოვიდარებ, სანამ მეფე დედოფალი ამას არ მთხოვს თავადა!
მერე წყარო წამოდგა და ყანწით ყველა დალოცა, სტუმარი და მასპინძელი, ხავსი, ქვა და ყინული, სასმისი რომ ჩაიცალა, ყანწს ამაყად აკოცა, თქვა - მიგულეთ თქვენს მოკეთედ, სანამ ვიყო ბინული!
სიტყვა სეტყვამ აიტაცა, ამბობს, ვიყოთ კეთილნი, მას ვადიდებ სამყაროში, ის მიყვარს და მიქია, ვინც ბუნების სამსახურში არის გულმოდგენილი, ძმებო არვის ვუბოროტოთ და არ ვიყოთ სტიქია!
მერე ადგა, დავდახრილი, თოვლი - თეთრი თამადა, სახსოვარი უნდა ვთქვაო, თითქოს ბოდიშს იხდიდა... გუნდის ხსოვნა იყოსო, თქვა და ხმა აუკანკალდა, თვალებიდან შეუმჩნევლად ცრემლები მოიწმიმდა.
გუნდა ყველას მოაგონდა, შესვევს შესანდობარი. სევდა სიოს გაატანეს და განახლდა ქორწილი, ყველა იყო ერთმანეთის ახლო და მეგობარი, ბუნებისგან ნამი, მადლად, ჰგონდათ გადმოტყორცნილი.
გათენდა და ქარმა ცაში ხე და მიწა ახვეტა, შტორმი, ზღვაში, ბობოქრობდა, როგორც ომში ატილა, ზეცა არვის ინდობდა და ზღვას ღრუბელში ახვევდა, ერთ ღამეში ცხარე ცრემლით სამყარო აატირა.
.......
ღელე ნებით მიჰყვებოდა, გაშმაგებულ მდინარეს, იხრჩობდნენ შუა ზღვაში ორივენი თანდათან, წვიმა - ხელებაწეული, სთხოვდა, გამოიდარე! ღმერთს და თვითონ ნებდებოდა ურცხვ სტიქიას თავადა...
მარკოზ ხვამლელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა ჯონათან მადლობა ჯონათან
4. მადლობა ჯონათან მადლობა ჯონათან
3. მშვენიერი სტიქიური ქორწილი იყო :)
მშვენიერი სტიქიური ქორწილი იყო :)
1. ორიგინალური ლექსია! წყალით - წყლით აი, ეს "წყალით", მთლად ლექსის დასაწყისში რომ არ იყოს, გაატარებდა კაცი, როგორც "გულმოდგენილს", მაგრამ, მაგის გამო, ძალიან "ბუკვაედმა" მკითხველმა შეიძლება არც კი გააგრძელოს ამ სასიამოვნო წასაკითხი ლექსის კითხვა. ადვილად შეიძლება გამოსწორება და ნუ დატოვებთ ეგრე.
ბოლოში ცოტა გაუგებრადაა წვიმის ამბავი. ის "თავადა"-ც პირველ სტროფში თამადასთან გასაგებია, მაგრამ აქ რაღაც ვერ მოუხდა.
საერთო ჯამში მე მომეწონა ეს ქორწილი :)
ორიგინალური ლექსია! წყალით - წყლით აი, ეს "წყალით", მთლად ლექსის დასაწყისში რომ არ იყოს, გაატარებდა კაცი, როგორც "გულმოდგენილს", მაგრამ, მაგის გამო, ძალიან "ბუკვაედმა" მკითხველმა შეიძლება არც კი გააგრძელოს ამ სასიამოვნო წასაკითხი ლექსის კითხვა. ადვილად შეიძლება გამოსწორება და ნუ დატოვებთ ეგრე.
ბოლოში ცოტა გაუგებრადაა წვიმის ამბავი. ის "თავადა"-ც პირველ სტროფში თამადასთან გასაგებია, მაგრამ აქ რაღაც ვერ მოუხდა.
საერთო ჯამში მე მომეწონა ეს ქორწილი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|