თქვენ მთავარია უსვამთ შეკითხვებს თქვენ უნდა კვეთოთ ზღვები ნავივით; ვის რაში უნდა სმენა გულწრფელი მაინც გამრიყავთ კეთროვანივით. ----------------------------------------------‐------- ეპასუხება ის ადამიანს ღმერთი არს ჩვენთან, ის კი მავნებლობს. ადამიანი ვინ გადარია ჩემო ძვირფასო ქრისტიანებო! მე მასკარდზე ამ დედამიწის რომ დავესწარი სახით საკუთარ, სირცხვილისაგან ისე დავიწვი ღამის რაინდად მაშინ მაკურთხა... ტკივილმა, ფიქრობს რადგან არავინ, ჰო, სხვის ადგილზე ყოფნას ასე რომ; მე ჯოკერი ვარ და შემზარავი, ჩემი ღიმილი გინდათ დასეროთ! ასე, რომ ქრება თქვენი მორალი, პრობლემა როცა ჩნდება მაშინვე. ნამდვილი სახის მკვეთრი ორალი ყველას გაშინებთ! ყველას გაშინებთ! ერთმანეთს ყველა მუდამ უყვირით ჭორაობთ ამბებს მუდამ მოგონილს. არ მისმენთ რადგან მე ვარ გულყრილი მე გულყრილი ვარ თანაც როგორი! ადამიანო, მითხარ ასე რის? რის გეშინია, მითხარ რა ხარ რა! მითხარი შენი სახე არი რის? ჩემი სახეა თქვენთვის მასხარა; მე მასკარადზე ამ დედამიწის, რომ დავესწარი სახით საკუთარ. სირცხვილისაგან ისე დავიწვი, რომ ნეგატივმა დამისაკუთრა; რადგან გულწრფელად ჩემთან არ იწყებთ... საუბარს, რამდენს ღიმილი მალავს. თქვენ მოტყუების ტყეში არ იწყენთ, არ მისმენთ არა? გიჟად ჩამთვალა; ადამიანმა - Ha Ha Ha! Ha Ha Ha! ჰოდა მივმართავ ყველა ნაბიჭვარს; ღამის რაინდი დღეს შევაშინებ, რადგანაც სახე უნდა გაგიჭრათ... ზრდილობიანო ახალგაზრდებო! აჯობებთ ვინც კი უღიმის ტკივილს? შენ აზრო ნუთუ ახლა აზრდები! ბოლო მომენტში, რომ იწყებ კივილს! მთელი სამყარო მანამიანებს, ნიღაბი ნამდვილ ღიმილს ემდურის, რა პატარაა ადამიანი! რა ბედნიერი და უბედური! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2025 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კი ვიცი ეგ უკვე ჩავასწორე. აქაც ჩავასწორებ კი ვიცი ეგ უკვე ჩავასწორე. აქაც ჩავასწორებ
2. მე ვფიქრობ, რომ გრამატიკული შეცდომის მითითება უადგილოა. წარმატებები ავტორს. +5 მე ვფიქრობ, რომ გრამატიკული შეცდომის მითითება უადგილოა. წარმატებები ავტორს. +5
1. გამარჯობა. შენ მას "უსმევ" შეკითხვას არასწორია., სწორია - შენ მას "უსვამ" შეკითხვას. არაფერი პირადული, უბრალოდ გრამატიკა.) წარმატებები! გამარჯობა. შენ მას "უსმევ" შეკითხვას არასწორია., სწორია - შენ მას "უსვამ" შეკითხვას. არაფერი პირადული, უბრალოდ გრამატიკა.) წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|