ნაწარმოებები


30 ივნისს 19:00. გიწვევთ თეა თაბაგარის ლექსების ახალი კრებულის წარდგენაზე. მწერალთა სახლში მაჩაბლის 13-ში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2025


უსასრულობა

ბოტიჩელი ვარ, ვგავარ უშნო სევდიან ნახატს,
თითქოს და ვნახე, დეჟავუ მაქვს, სახე მეცნობა.
ჩემს ნიღბებს შორის სინამდვილე ვერავინ ნახა
და მე დავბრუნდი რომ შევცვალო თქვენი შეცდომა...
ჰო პატარებო, მე ვარ ოშო, კრიშნა, ბუდა ვარ
და უვიცები ამომგლეჯენ ენას გვამიდან.
რადგან გეტყვით, რომ სიკვდილივით ძილის გუდა ვარ;
მე დავბრუნდები და იცოდეთ ენას ავიდგამ!
ვერ გაიგებენ ვერასოდეს რასაც ესენი...
უკან დროს ვტოვებ, წინ კი მხვდება თქვენი ქილიკი.
ვგავარ დოსტოევსკს პატარებო, ხანაც ესენინს
მე ვარ სინათლე არნახული, ხანაც პირიქით
და იცით მეტი შეუძლიათ გახვრეტილ ხელებს,
მეტი ტკივილის, შიმშილის და ჯვარცმის ატანა
და ბურუსიდან ისეთ ნაღველს ამოახველებს
შავი იესო ან პირიქით თეთრი სატანა....
რომ თქვენ იკითხავთ დემონებო: ახლა რას ელი
დაკვრას ასრულებს მოჯაჰედის ცივი ფლეიტა.
ვარ გაყინული აიზბერგი, ცრემლი რასელის
მე ის ცოდვა ვარ, რომ სჩადიხართ და თან ვერ იტანთ!
მე ის ლომი ვარ, ჩემს წინ ყველა რომ კატა გახდა,
მე ის ომი ვარ, მშვიდობას რომ ვერსად ვნახავდი.
მე ის კიბო ვარ,  ის შიდსი ვარ, ის კატარაქტა,
მე ის სიტყვა ვარ, გამარჯობას და არც ნახვამდის...
რომ არ აღნიშნავას,  ტკივილი ვარ, მე ის საფრთხე ვარ,
მე ის შიში ვარ თვითონ ღამეც თავს რომ არიდებს.
ვარ ჯოჯოხეთი დანტესი და ხან სამოთხე ვარ,
ვარ ბაბილონში მე იშთარის ცივი კარიბჭე...
ვერ გაიგებენ ვერასოდეს რასაც ბრიყვები,
თქვენ რა იპოვნეთ სიბნელეში ანდა ამ მზეში.
მე ვარ იაგო, მე ვარ საფო და მე ვირყვნები
მე არ ვკიაფობ სიბნელეში, " რა " ვარ რამზესში!
რა ვარ თუ არა, როზიერი ანდა კარიო
რა მომერევა ოკულტური ბეჭდის მბრძანებელს.
ეს მე ვარ პარკი, ბელზებუბი, უნდა ავრიო
სამყაროები, მოვედები გრძედებს, განედებს.
მე ჭაობი ვარ, მე ჩაგითრევთ, მოვალ თუ ჭირად,
ღმერთებს დავამხობ, არ დავინდობ აღარც ტიტანებს.
გალაკტიკები გოლიათებს მხრებით უჭირავთ
და ტკივილს მივცემ იმაზე მეტს რასაც იტანენ.
მე ოდინი ვარ, მელოდება მუდამ ვალჰალა,
მე ვარ იფანი, მე თხმელა ვარ, ვარ ვილი და ვე.
მე ლოდინი ვარ, რაც სენია, რამაც დამღალა,
გამბედაობა ვის გეყოფათ და ვინ იდავებს....
ჩემთან, მე ვარ კაცი, მე ვარ ქალი, " ასკი და ემბლა "
მე იმირისგან მიდგარდს ვქმნიდი და ბნელ ნაპირებს
თუ ბედისწერით ცხრა სამყაროს შექმნას აპირებთ,
ჯერ უნდა შეძლოთ ცის და მიწის აყირავება.
მე ვარ სირცხვილი, მე ვარ ცოდვა, მე ვარ სიმრუშე,
( მოზაიკა ვარ, ყოველი დღე ერთ დეტალს მაცლის. )
ვერ შეელევა გალაკტიკა ამ ჩემს ნიმუშებს
რადგან ჩემს ხატად შექმნილია ქალი და კაცი.
ჩემს სარკეს ნუთუ არ გაუვა ცქერის ლიმიტი,
ტინტორენტო ვარ, მეძახიან " მღებავს პატარას "
ტორეადორი გოია ვარ, ხანაც ლილიტი
შავი იესო ან პირიქით თეთრი სატანა.
მე ვარ კულტურა მაიასი, კელტთა, ნაქადას,
ხორცს ხორცი შია და სწყურია სულსაც სულობა.
მოგევლინებით მე მონად და ოლიგარქადაც,
რომ თქვენი ეგო გადაყალაპოს უსასრულობამ!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მუხრან აბაშიძე ვულოცავთ დაბადების დღეს