შრომა ხმაურობს უთავბოლოდ სადღაც და ვიღაც.... იძახის: სურხარ, როგორიც ხარ ქალის მანეკენს. შენი სიკვდილი დაუმალეს შენივე ლექსებს და რორაიმას ქარიხლებმა სადღაც გარეკეს. შენახარ - ყველგან, ცხელ ჩაისთან, დილის ყავასთან ნაორგაზმალი მოგიტანე მტვერი ბუტკოდან. თითებს კაბაში ჩავიყოფ და ფიქრებს ჩავატან, რადგანაც ვიცი, ასე გემოს, რომ დაუტკბობდა... შენზე ფიქრები, ამ ჩემს ნექტარს, როგორ უბერავს... ო, რა სველი ვარ, დაუბერა სიომაც ვნებით. პირი შეიკრა თოთქოს ერთად ყველა ღრუბელმა და გავუწექი შენს სიდიდეს სიამოვნებით. იისფერ რასის ბავშვები ვართ, ბინდი ბავშვები, ლეგენდები ვართ " აანგზე " და შევქმნით " ავატარს " ჩვენ ვართ დემონთა დაჩირული თვალის ვაშლები წამწამებს ბიჭო - აღსარების ცრემელებს არ ვატანთ! მე არ ვარ " ვუდუ ", ცარიელი ცვილის თოჯინა, ვარ მოხიბლული სუიციდურ ლექსის ფხის მზერით და ნუ გგონია, მეძავი ვარ, ყრუ ან გონჯი ვარ მე ინდიგო ვარ - აღმავალი ლომი ფხიზელი.... დაღმავლობიდან და მზე შაქრავს ჩირებად კენკრებს, მე არ ვარ ღმერთი, არც ქურუმი და არც ცით ვფასობ. ნუთუ ვარდები არ ისხამენ მკლავებზე ეკლებს და ქალის სურნელს მისი ხიბლი არ სდევს ძვირფასო? ვარ კატარაქტა ნაირობის, ენა მასაის, არ ვარ თეატრში გაზომილი ბნელი პარტერი. შენთვის ვიქნები ჩემო ბიჭო აღდგომასავით, ვარ მოქნილობა კატა გამხდარ შავი პანტერის. გამოვირჩევი ცივი მზერით, კატის პლასტიკით, შენ ვიწრო ლიფის ზონარივთ ყველა წამს წელავ. ვარ მონადირე, მეამბოხე, ჟინი სასტიკი, ყელზე " ბაია " მიკეთია როგორც წარწერა; " Carpe Diem " და შავს აღმიქვამ ისევ ფერადად, შეხებას კანზე დავჯერდებით წვერებით თითის. ვიკავებ სუნთქვას, რადგან ზღვა ვარ, ფილტვებს ვბერავ და ვღეჭ სიგარეტის სამყაროში ჩაჭყლეტილ ფითილს. მივსდევ წვიმების უშედეგო ყრუ პანტომიმებს, რა ულამაზოდ იღიმება ფიქრი ანტენის. სადღაც ვირუსულ პოეზიით ამღვრეულ ტვინებს " პიგმეებიდან " წამოსული ზომა დატენის. მზის ცივი ბურთი შამანებმა მკვდრებთან დაკიდეს, ვახრჩობ შენს მზერას, აფრიკული ქალის ნაწნავით. ერთი ღიმილით დაგატყვევე, მერე გაგყიდე, ცაგამოღადრულს გიკავია ყველა ნაწლავი.... ხელში და ვამბობ; მე ქალი ვარ და ვგავარ ლილიტს, წითელი თმების ჩირაღდანმა ისე დამტენა, რომ ლურჯ თვალებით გავიხეხე მაგ თვალთა სტილი და ჩამოასხეს ბნელ ჯუნგლებში სუროგატებმა.... ჩემმა ხელებმა, თვალთა ციკლი, ჩუ! ახლა კრინტი... აღარ გავიგო, შეგიკვეთე ღიმილით მე შენ. ნუთუ ვერა გრძნობ ხელოვნების გონებრივ ინტიმს, შფოთვას რომელიც ძუძუებში გამოყოფს ჟენშენს. ენის წვერიდან გლანდებამდე დაგახრჩე ვგონებ, მწვავე ეშხი ვარ მეომარი ფრიდა კალოსი. ისე გაგხედნი რომ არ შეგრჩეს ძალა და ღონე, რომ ჩემს ბოქვენზე სრიალებდეს შენი ფალოსი. სადღაც შარიშურს, შორს შეაბი შფოთვით გიშერი, დრო და სივრცეა ჩემო ბიჭო სისხლს რომ ადედებს. ჰგვანან ლექსები, შარიანი, მწველი, შიშველი, უხეშ სექსისგან გამოწვეულ დაავადებებს. შრომა ხმაურობს უთავბოლოდ სადღაც და ვიღაც.... იძახის: სურხარ, როგორიც ხარ ქალის მანეკენს. შენი სიკვდილი დაუმალეს შენივე ლექსებს და რორაიმას ქარიხლებმა ისევ გარეკეს. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|