მოწყენას ბედავს შენი წვივები, წათეს წაღები გზას არ მოხადო! ქალო ქარები არ გაძინებენ შენი შიმშილი უნდათ მოხატონ. კომბინაცია პირჯვის შეკრა მზემ, კუბოს ფიცრამდე ქალო იალე. მჭამე წვიმების ლამაზ ეკრანზე და შენს თითებში მაროიალე. სხვის კანში ცხოვრობს შენი ვერსია, სიკვდილშიც არის თურმე ხალისი. დაბნეულობა სისხლის მწყემსია, დღეს შენ ქალი ხარ და საკმარისი! არაქაული იქნები ხვალე, აღარ გიზიდავს ცები ვანილის. წახვედი კანის შორეულ მხარეს და სიჩუმეში ხარ დაყვანილი. ვხედავ ოცნების მყუდრო საძოვარს, გაკეთებული სული ქვით არი. შენი სხეულის სადარბაზო ვარ გადასახდელი შუქის ქვითარი. მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2020 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|