ჩვენი შეხვედრა ძვირს ფასობს, ველტვი ჩრდილების მაგნიტებს. ღამევ, საშინლად ძვირფასო; დამიტიე და დაგიტევ! ომი მეხება, ცა მყვარობს, ღამევ, მწყურიხარ მდუმარე; მიყვარს ეგ ბნელი სამყარო და გიჟის სიიდუმალე! ღამევ, სინათლე არ მშია! სიგიჟეს ვეტრფი უკურნელს. ჩემი მთარგმნელი ქვაშია, ვერ მთარგმნის ეს საუკუნე. ველტვი ჩრდილების ჩირაღდნებს, წერა მეძავს ჰგავს - აღაპეს. დიდებას წლები მინაღდებს, წლებმა უდროოდ ჩაყლაპეს... პოეტები და მწერლები და ჯვარი ქვებზე დაგვწერეს და სანამ ვცოცხლობთ ვჭამთ მწერებს, ვკვდებით და გვჭამენ მწერები. მე შიმშილს უკეთ მოვიტან, ზმნას შევცვლი სულში არაზმნით. ეს მე ვარ; უკმეხობიდან ამოხეთქილი მარაზმი! სიკვდილმა გიჟად მაკურთხა, სიცოცხლეს სძინავს დილიდან. სხეულს ვუყურებ საკუთარს პირიქით სინამდვილიდან. ვუყურებ ავთვისებიან... სიკვდილს, რომელიც ჩაის სვამს. სიგიჟე მსურს ავითვისო ამოვიგდო და ჩავისვა... მხარივით, ვებვრძვი მხარეებს... ხარივით, ვებრძვი იპოსტასს. შტერები შენც გიყვარებენ თუ გული ამინ - სს გიპოსტავს! შემოდი ხელო ვნებაში! უკმარისობით გმირებს ვკლავ. მე დიდი ხელოვნება ვარ და მაყურებელს ვირეკალავ! სარკე არავარ ცხოვრების, სული მსურს სიღრმით ამომხდეს. თაობებს ვემახსოვრები, განდიდებული სამ - ოთხ დღეს! კანით მოქნილი თითები იდეალურად წარმართავს... სამოთხის ყველა ჭრილობას; რომელიც ღმერთმს წამართვა! ჩვენი შეხვედრა ძვირს ფასობს, ველტვი ჩრდილების მაგნიტებს. ღამევ, საშინლად ძვირფასო; დამიტიე და დაგიტევ! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2023 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მიხეილ ჭიჭინაძე რა დარდიანი ლექსია, გული მეტკინა. გწამდეს და გჯეროდეს ყველაფერი იქნება კარგად, დღის სინათლე იყოს შენი თანამგზავრი. მიხეილ ჭიჭინაძე რა დარდიანი ლექსია, გული მეტკინა. გწამდეს და გჯეროდეს ყველაფერი იქნება კარგად, დღის სინათლე იყოს შენი თანამგზავრი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|