 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 22 ოქტომბერი, 2025 |
სიცოცხლე ერთი განმკლავია ზეცის ზედხედში. ხელის ჩაქნევა ჩამოტეხილ ტოტებს ჩამოჰგავს. დარდის მღვიმეში თუ ტკივილის ბარგით შეხვედი, ვერ გამოაღწევ და ამიტომ, უკან წამო, რა... გულს უმეორე, დააჯერე შენი თავი, რომ, კარგად იქნება ყველაფერი, ესეც გაივლის! რომ ერთი ჩიტი იჭიკჭიკებს იმ ერთ ალიონს, ცა რომ იქნება გახსნილი თუ ღმერთისნაირი! გაყევი გუმანს, სანამ არის შენი მეისრე, სიცოცხლეს ისე გაუღიმე, თითქოს გილხინა! დარდის არიას ორივ ყურში ნუღარ შეისმენ, შეხედე შენს თავს ქანდაკივით აქეთ- იქიდან! ესეც გაივლის, გაუვლია როგორც სხვათათვის, წყალს გაატანე ყველა დარდი, გულმოსაკლავი! სიცოცხლე არის ყოვლის არსი, ყოვლის სათავე, გთხოვ, გააკეთე მზისკენ თუნდაც, ერთი განმკლავი!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალიან კარგი ლექსია თავისი სიღრმეებით <3 ძალიან კარგი ლექსია თავისი სიღრმეებით <3
1. შესანიშნავი ლექსი პოზიტიური სურნელებით სეკრული. შესანიშნავი ლექსი პოზიტიური სურნელებით სეკრული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|