ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2025


ისააკ მალარი

ცხენი გარბოდა საიქაოს გადაგლეჯილი,
და სახელური გადახეულს ფიქრად გადაყვა,
ჯიბე მაქ მთელი გულიანი და ჩახერგილი,
გზებმა გამთელა და სამშვილდემ ხეთქა ბარძაყად,
უბეში მარდი,გალექსილი ჩემი სხეული,
გული მაქ მშვიდად და გაშლილი უცხო ბილიკი,
დავდივარ მშვიდად და განცხრომით ასე ეული,
დამჩემდა სეტყვა და ქარების ასე ქილიკი,
გაშმაგდი მზეო,ჩემ ჭენაბას მართლაც საზღვარი,
რადგან მართალი განგებაა მისი ბუნებით,
გადავახიე შუა გავთელე ასე დავთარი,
გუნება დუღდა და შიშველი ჩემი გუნებით,
მე მზე და მიწა შევიყვარე როგორც ედემი,
ბაღებს ათოვდა ასე დუღდა ჩემი ფიქრებიც,
დახიეს ზეცა და გადადგეს სხვაგან გედები,
ფიტულებს ზღვისას უქადიან ჩემი ზვირთები,
ეხ ჩემო ქალო,საქალაურს ასე წასულო,
ეხ ჩემო ზეცავ უშვილოვ და მუდამ მზიანო,
წლებო მშვენებით და ბუნებით გაღმა გასულო,
ჩემო სამშობლოვ საჭრო დროს ასე რქიანო,
რა მშვენება ხარ ეს მითხარი სახლი დავხურო,
რომ მისმა ზეცამ უბიწობით აზრი დამარქვა,
და ფიანდაზად დაგებულო ჭერო მზიანო,
დავრჩეთ ბილიკად და არასდროს მხოლოდ სამარხად.

თ.გუბელიძე



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები