ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2025


არჩევანი (ილიაური)

ძალით არავინ მოგახვევს თავზე
სულმდაბლობას და სულაძაღლებას,
ღვთის შემწეობით ვინც დაძლევს ავზნეს,
განწმენდილ სულით ზეცად მაღლდება.

უკეთურება გამოგცდის, გაზრზენს,
ეცდება ნების ციხის აღებას,
ჯერ ჩაგაგონებს უკეთურ აზრებს,
რომ შეძლოს გონის დაყადაღება.

ვინც დადის ფართო წარწყმედის გზაზე,
ამქეყნიური ყოფით ლაღდება,
სიკვდილის შემდეგ ცის სილამაზეს
ვერ დაიმკვიდრებს, როცა აღდგება.

ვინც დაიბინდავს სიმართლის სამზერს,
ავს ანდობს გულის კლიტის  გაღებას,
ვერ გადალახავს საშინელ საზვერს,
ჰადესის დამღით დაიდაღება.

8 ნოემბერი, წმ. ილია მართლის ხს. დღე, 2025 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს