ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოთქმა_გოდება
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2009


მე ვხედავ ნანას (ნანას)

აგერ დაღამდა უკვე მერამდენედ
ეგერ ამოვიდა მთვარე...
აგერ დამიობდა გულის მარტოობა
ეგერ ცრემლებია მწარე...

აქეთ ღამურებმა დაიწყეს სტვენა
იქეთ ბუც თვალებს ჭყიტავს...
აქეთ ლოყაზე მომინდა კბენა
იქეთ ლოყაზე ნანიკო მჩქმეტავს...

შიგნით ნაიარევს მოედო ხავსი
გარეთ სიყვარული დაეძებს ნანას....
შიგნით სიხარულს არა აქვს შანსი
გარეთ გამიშვით! მოვკვდები...სანამ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები