ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2025


ღმერთი თუ იმპერიები?

ფერად-ფერადი სანქციების უდგათ დახლი და
"არა რასიზმსო!"-  გვასწავლიან "თეთრი სახლიდან"...

"სულიკოზე" და "თბილისოზე" თან სდით ცრემლი და
თან "მოსკოვს ცრემლის რომ არ სჯერა" - გვესმის კრემლიდან.

ძმად რომ არასდროს არ მიგიღო, ნუთუ არ კმარა,
რომ დედაქალაქს შენსას, ბიჭო, ჰქვია - ანკარა?!

იმას რად უნდა, ძმაო, დიდი მეცნიერობა,
რომ აღარაა ეს ევროპა - ძველი ევროპა.

ცოტა ვადროვოთ, რომ დრომ თავად გამოაჩინოს,
ჩინურს მოგვიტანს ეს ჩინეთი, თუ რამ საჩინოს?!

და სანამ იტყვის დრო, ვინ დავგმოთ, - ვინ ვაღიაროთ,
მშვენივრად ვუწყით ქართველებმა საით ვიაროთ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები