 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 1 დეკემბერი, 2025 |
მიდიოდა ნელა, არ ჩქარობდა წასვლას, უყურებდა ყველა, მზერა საზღვრებს გასცდა. ნაბიჯები მისი, მისი ტანის რხევა შემცდენელი სხვისი, ბევრის ღამის თევა. თმები წელზე ყრილი მოხურული ნაბდად, წელი ისე წვრილი აგირევდათ თავგზას. აწეული მკერდით დამჩრდილავი თითქოს დანარჩენი მდედრის... ხელუხლები სიტკბო. ყელი მოგრძო, თხელი, მოთვალთვალე გან-გან, გადაშლილი მხრები, გადახსნილი კაბა... უუუჰ... და შუბლი?.. იქვე მოცახცახე წარბი?... კარგია რომ მყისვე მზერით წარბებს ავწვდით. კიდევ წამწამთ ჯარიც საიმედო რგოლი, ორადორი თვალი, ტუჩიც ორადორი ტუჩი, ბაგე, კბილი, შენისლული ღაწვი... ქალი მთლად შეშლილი გამწყვეტავი ქანცის. ... მიდიოდა ნელა, არ ჩქარობდა წასვლას, უყურებდა ყველა, უყურებდა მართლა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. აარაუშავს, უკეთეს ველოდი აქ. აარაუშავს, უკეთეს ველოდი აქ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|