შიდა ბრძოლა მაქვს, ეს არის ომი! აცეკვდა ცრემლი სხვადასხვა ფორმით! შუქი დაფარავს თვალების ნაწილს, არ შევიცვლები, მაა უკვე აწი! გაყინული დრო მიჭირავს სკამით, შორეალური ტოტი ვარ მამი! თითქოს ჩემს ნაცლად მთელი დრო ტირის. მსურს გადავისხა თავზე ტროტილი! წმინდაო ღმერთო! ნუღარ დამიცავ, მაა, მინდა ახლა თავი დავიწვა! ჩრდილი ასვენებს თითქოს ჩემს ტკივილს, მთელი კედელი ჩემს ნაცვლად კივის! ჩრდილის ჩურჩული მეძახის; კიდევ! მელნის ნაკადი ეცემა კიბეს; იქიდან თითქოს სახე ამოდის და საცოდავად ტირის კამოდი. თავი მეხსნება, მაა, როგორც წიგნი, მახინჯ არსებებს ვინახავ შიგნით! ჩრდილი მოიტანს მზეს ნაპირიდან, მერე გამოვა ჩემი პირიდან პარკებიანი შავი ხელები, გიჟურ სიცილში შიშის ხველებით! სურს ამომგლიჯოს გული მკერდიდან, კისერზე ჩრდილი ჩამომეკიდა! ვუყურებ ტვინის გაბზარულ ოთახს, მაა მეშინია! მაა მგონი ვშფოთავ! ვკითხულობ ფიქრებს, ვით გამსკდარ შუშას, შიდა ბრძოლა მაქვს და არაუშავს! აბების წვიმა გამოჩნდა მამი და არარსებულ კიდეზე სკამი! თავი მეხსნება, მაა, როგორც წიგნი, მახინჯ არსებებს ვინახავ შიგნით. ვარ უსასრულო ყვირილის მასა! კიბე, რომელიც არ მიდის არსად. ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2025 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. უფალი იყოს შენი მფარველი! უფალი იყოს შენი მფარველი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|