ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2026


საკაიფო


მდუმარება მაგრად მიპყრობს,
ცა აფეთქდა! ცა გაიპო!
შენთან ყოფნა ჩემთვის იყო
ლამაზი და საკაიფო!
დედამიწა არის კუბო.
ვიძინებ და ხავსს ვედები.
შემილია არ ვიჩხუბო
მაგრამ რა ვქნა თავხედი ვარ!
ამოგძახებს; ეგო ვარო!
რაც შიგნიდან არის შმორი!
დარდს აცადე, მეგობარო,
ასეთ ტკივილს სად იშოვი!
მდუმარება მაგრად მიპყრობს,
ცა აფეთქდა! ცა გაიპო!
შენთან ყოფნა ჩემთვის იყო
ლამაზი და საკაიფო!
ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2025 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები